Thumbnail

პირველი უარი - ჩრდილოეთ კორეა ტოკიოში არ მიდის, ტესტ-ტურნირები უქმდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობამ ოლიმპიადაზე უარი თქვა
  • ტოკიოში წყალბურთში ოლიმპიური ტესტ-ტურნირი გაუქმდა

ჩრდილოეთ კორეამ გამოაცხადა, რომ ქვეყანა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს. კორეელებს არ სურთ მათი სპორტსმენები ტოკიოში Covid-19-ით დაავადნენ. ამ გადაწყვეტილებამ სამხრეთკორეელებს იმედი მოუსპო, რომ ორი კორეა კვლავ შეძლებდა გაერთიანებული გუნდით გამოსვლას.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 2018 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა გაერთიანებული გუნდით წარსდგა. პანდემიის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ქვეყანაში 1 შემთხვევაც კი არ ყოფილა კორონავირუსით დაავადების. ბუნებრივია, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს შეუძლებელია. სამხრეთ კორეაში ჯამში 106 ათასი ადამიანი დაინფიცირდა და 1 700 გარდაიცვალა. 

შემაშფოთებელი სიახლები მოდის ტოკიოდანაც - IOC-ს შესაძლოა, გაუჭირდეს ოლიმპიადის ჩატარება, რომლის თარიღიც 1 წლით გადმოიწია - გახსნა 23 ივლისს არის დაგეგმილი. ტელეკომპანია NHK-ის ინფორმაციით, ტოკიოში გაუქმდა წყალბურთის ტესტ-ტურნირი, რადგან ქვეყანაში არსებული მრავალრიცხოვანი აკრძალვების გამო, ტექნიკური პერსონალის დიდმა ნაწილმა იაპონიაში შესვლა ვერ შეძლო. ასევე გაუქმდა წყალხტომის ტესტ-ტურნირი და მხატვრული ცურვისაც, რომლებიც აპრილ-მაისში უნდა ჩატარებულიყო. 

პანდემიის განმავლობაში ტოკიოში კორონავირუსისგან 9 200 ადამიანი გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები