Thumbnail

ევრო 2020 | რომში ფანების დასწრების ნებართვა გაცემულია!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იტალიის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნება
  • უეფას მოთხოვნაა, რომ სტადიონებზე მინიმუმ 25% დაუშვან

იტალიის ხელისუფლებამ ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრების დასწრების ნებართვა გასცა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. უეფამ მასპინძელ ქვეყნებს მინიმუმ 25%-ზე დასწრების უფლება მოსთხოვა, მაგრამ ჯერჯერობით იტალიაში უცნობია რამდენ გულშემატკივარს და რა რეგულაციებით დაუშვებენ სტადიონზე.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • აიაქსი
  • ფრე
  • რომა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ აღნიშნა, რომ ეს იტალიური ფებხურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა: "მთავრობის გადაწყვეტილება კარგი შედეგია იტალიური ფეხბურთისთვის. ასეთ რთულ მომენტში აშკარად გამოიკვეთა სურვილი, რომ იტალიას ამ დიდი ტურნირისთვის ემასპინძლა", - თქვა მან.

ევრო 2020-ს რამდენიმე მატჩს იტალიის დედაქალაქი რომი უმასპინძებს. მათ შორისაა ტურნირის გახსნითი თამაში იტალიისა და თურქეთის ნაკრებებს შორის (11 ივნისი). "სკუადრა აძურა" ჯგუფური ეტაპის დანარჩენ ორ შეხვედრასაც რომში გამართავს: 16 ივნისს უელსთან და 20 ივნისს შვეიცარიასთან. რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" ევრო 2020-ის კიდევ ერთი მატჩია დაგეგმილი - 3 ივლისს, მეოთხედფინალური დაპირისპირება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. ტურნირს ამჟამინდელი ფორმატით 12-მა ქალაქმა უნდა უმასპინძლოს, თუმცა, შესაძლოა ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს, რადგან უეფას მოწოდებაა, რომ ევრო 2020 გულშემატკივრებით ჩატარდეს და თუ რომელიმე ხელისუფლება ქომაგების სტადიონზე დაშვებაზე უარს იტყვის, დიდი შანსია, მასპინძლის სტატუსი ჩამოერთვას.

კომენტარები

ბოლო ამბები