Thumbnail

რობერტ ლევანდოვსკის არყოფნა ბაიერნისთვის ისედაც ძალიან დიდი დანაკლისი იყო და ახლა გაირკვა, რომ პარი სენ-ჟერმენთან პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მიუნხენურ გრანდს ვერც სერჟ გნაბრი დაეხმარება! 

25 წლის შემტევს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ტესტის პოზიტიურ შედეგზე თავიდან RMC Sport წერდა, რეკორდმაისტერი კი PCR-ტესტის შედეგს ელოდებოდა, რომელმაც ასევე დადებითი პასუხი აჩვენა. ბაიერნის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გნაბრი თავს ნორმალურად გრძნობს და უკვე იზოლაციაშია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბაიერნი
  • ფრე
  • პსჟ

საინტერესოა, რომ გნაბრის კოვიდ-19 უკვე მეორედ დაუდგინდა. შეგახსენებთ: კორონავირუსი მას პირველად გასული წლის ოქტომბერში, მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე დაუდგინეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ტესტის პასუხი არაზუსტი იყო. მიუხედავად ამისა, მაშინ გნაბრიმ კარანტინში 10 დღე გაატარა.

გერმანული მედია იტყობინებოდა, რომ ტრავმირებული რობერტ ლევანდოვსკი ცენტრფორვარდის პოზიციაზე სწორედ გნაბრის უნდა შეეცვალა. ახლა უკვე ცხადია, რომ ბავარიული გრანდის მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი “ცხრიანის” პოზიციაზე ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგს გაამწესებს.

კომენტარები

ბოლო ამბები