Thumbnail

არც სერხიო რამოსი, აღარც ვარანი - რეალს ლივერპულთან მატჩის წინ პრობლემა აქვს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მადრიდის რეალისთვის ეს უკვე სერიოზული პრობლემაა!

დღეს, ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში 'სამეფო კლუბს' რაფაელი ვარანი ვერ დაეხმარება. მადრიდულმა გრანდმა ნაშუადღევს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრანგ მცველს კორონავირუსი დაუდგინდა.

27 წლის ვარანი კარანტინში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მარტო ლივერპულთან შეხვედრას გამოტოვებს, არამედ შაბათს დაგეგმილ "ელ კლასიკოსაც" ბარსელონასთან. გამორიცხული არ არის, რომ მან ვერც ლივერპულთან საპასუხო შეხვედრაში (14 აპრილს) ითამაშოს.

როგორც იცით, ტრავმირებულია სერხიო რამოსიც. შესაბამისად, ზინედინ ზიდანი იძულებული ხდება, ლივერპულთან დაცვის ცენტრში ნაჩო ფერნანდესი და ედერ მილიტაო ათამაშოს.

კომენტარები

ბოლო ამბები