Thumbnail
  • დალას მავერიკსი 111:103 იუტა ჯაზი
  • ლუკა დონჩიჩი ისევ საუკეთესო იყო
  • ტექსასელებმა იუტას 23 სამქულიანი ჩაუგდო

დასავლეთ კონფერენციის ლიდერმა და ზოგადად NBA-ს რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდმა იუტა ჯაზმა ზედიზედ 9 გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი იწვნია და ეს ლუკა დონჩიჩის და მისი დალასის დამსახურებაა. 111:103 მოგებულ შეხვედრაში ტექსასელებმა ძალიან კარგი დაცვა ითამაშეს და იუტა სამქულიანებით “დაბომბეს”.

გამოკითხვა

ვინ მიოგებს?

  • ინდიანა
  • ჩიკაგო

დონჩიჩის ლიდერობით დალასმა 49-დან 23 სამიანი (46,9 პროცენტი) ჩააგდო - თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე იუტამ (12/44, 27,3%). თავად სლოვენიელმა 31 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი დააგროვა, თუმცა თანაგუნდელებიც ძალიან კარგად ეხმარებოდნენ. პირველ რიგში ეს დორიან ფინი-სმიტს ეხება, რომელმაც 23 ქულით ახალი პირადი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მან დისტანციიდან 12-დან 5 სროლა ჩააგდო. ჯეილენ ბრანსონმა “სკამიდან” 20 ქულა დააგროვა, ჯოშ რიჩარდსონმა 17 (5/5 სამქულიანი), ტიმ ჰარდაუეიმ კი - 16.

როგორც ანგარიშიდანაც ჩანს, იუტას დალასთან ძალიან გაუჭირდა. ჯაზის კალათბურთელები დიდხანს ეძებდნენ საკუთარ თამაშს - განსაკუთრებით არასახარბიელო დღე ჰქონდა დონოვან მიტჩელს, რომელმაც მხოლოდ 16 ქულა მიითვალა (6/23) და 8-დან არცერთი სამიანი არ ჩაუგდია. სტუმართაგან საუკეთესო მაიკ კონლი გახლდათ 28 ქულითა და 7 პასით. ბოიან ბოგდანოვიჩმა და ჯორდან კლარკსონმა 16-16 ქულა აიღეს, რუდი გობერმა კი 14 ქულით და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

50 თამაშის შემდეგ, 38 გამარჯვებითა (ყველაზე მეტი ლიგაში) და 12 მარცხით იუტა ჯაზი დასავლეთ კონფერენციას კვლავ ლიდერობს. დალასი 28 მოგებით და 21 მარცხით მე-7 ადგილზეა. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები