Thumbnail

გოგა ჩხეიძის მცირე ბრინჯაო - მორიგი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ძალოსანმა 6-დან 5 ცდა გამოიყენა
  • გოგა ჩხეიძემ საერთო ჯამში მე-5 ადგილი დაიკავა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, დღეს, საქმეში გოგა ჩხეიძე (67 კგ.) ვიხილეთ, რომელმაც მცირე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა, საერთო ჯამში კი, მე-5 ადგილზე გავიდა.

ქართველ ძალოსანს ატაცში მცირე მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. მან სამივე ცდა (134, 138 და 140 კგ.) გამოიყენა და მე-4 ადგილი დაიკავა. სამაგიეროდ, მე-2 მოძრაობაში, აკვრაში, გოგამ მცირე ბრინჯაო დაისაკუთრა. ქართველი ძალოსანი 165 და 170 კგ-იან შტანგას გაუმკლავდა, 175 კგ. კი დაუვარდა.

გიორგი ასანიძე გოგა ჩხეიძეს ფიცარნაგზე გასასვლელად ამზადებს

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრების წევრმა 310 კგ. მოაგროვა და მე-5 ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონი თურქი მუჰამედ ოზბეკი (323 კგ.) გახდა, ვერცხლის მედალი იტალიელ მირკო ძანის (318 კგ.) ერგო, ბრინჯაო კი – ბულგარელ ვალენტინ გენჩევს (315 კგ.).

გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონატზე

ატაცი - 134 კგ.✅, 138 კგ.✅, 140 კგ.✅

აკვრა - 165 კგ.✅, 170 კგ.✅, 175 კგ.❌

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა შოთა მიშველიძე (61 კგ.), მომავალ დღეებში კი, ფიცარნაგზე კიდევ არაერთი ქართველი ძალოსანი გავა: 6 აპრილს – კახი ასანიძე (73 კგ), 8 აპრილს – რევაზ დავითაძე (89 კგ.), 9 აპრილს – ნათია გადელია (81 კგ.) და ანტონ პლესნოი (96 კგ.), 10 აპრილს – ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) და ანასტასია გოტფრიდი (87 კგ.), ხოლო 11 აპრილს – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +109 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები