Thumbnail

NCAA | ჯალენ საგსის ბაზერი 'მარტის სიგიჟეში', რომელიც მილიონზე მეტი ღირს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 6 აპრილს NCAA-ის ფინალში გონზაგა ბეილორს შეხვდება
  • გონზაგას გამთამაშებლის უპრეცედენტო გმირობა

6 აპრილს, საქართველოს დროით დილის 05:20-ზე NCAA-ის ჩემპიონშიპის (რომელსაც ყველა "მარტის სიგიჟეს" ეძახის) ფინალი გაიმართება, კოლეჯთა ლიგის ორი საუკეთესო გუნდი, გონზაგა და ბეილორი ერთმანეთს ინდიანაპოლისში დაუპირისპირდება. 

გამოკითხვა

ვინ მიოგებს?

  • ინდიანა
  • ჩიკაგო

ოთხთა ფინალის ერთ-ერთ ნახევარფინალში გონზაგასა და UCLA-ს შორის ისეთი საოცარი ეპიზოდი მოხდა, რომ ამერიკაში ახლაც ნომერ პირველი სპორტული თემაა - 90:90-ზე უკანასკნელ წამებზე გონზაგას ლიდერმა ჯალენ საგსმა 12 მეტრიდან (!) ბაზერი ჩააგდო და თავისი გუნდი "მარტის სიგიჟის" ფინალში გაიყვანა. 

ჯალენ საგსი 20 წლის გამთამაშებელია, რომელსაც ერთადერთი მატჩი დარჩა კოლეჯთა ლიგაში. ამის მერე მას NBA-ს დრაფტზე (სავარაუდოდ, მე-3 ნომრად) აირჩევენ. 

ამერიკულმა მედიამ საგსის ბაზერი უკვე მონათლა თაობების მოვლენად NCAA-ში. სოციალურ ქსელებში მუდმივად ატრიალებენ ამ ვიდეორგოლს. "რთულია იმის მტკიცება, თუ რამდენი "ღირს" ეს ნასროლი, მაგრამ ფაქტია, ჯალენ საგსი ამერიკელების დიდმა ნაწილმა შაბათის საღამომდე არც კი იცოდა ვინ არის, ახლა კი ის ეროვნული გმირია. მართალია, ის არ არის ზაიონ უილიამსონი, თუმცა NBA-ში ნათელი მომავალი ელის" - აცხადებს ზაკ სოსკინი, Voltage Management-ის თანადამაარსებელი. 

საგსის მიმდევართა რიცხვი სოციალურ ქსელში საოცარი სისწრაფით იზრდება, კვირა საღამოსთვის მას "ინსტაგრამზე" 400 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავდა. 

ექსპერტებს მიაჩნათ, რომ ეს სროლა მილიონობით დოლარი ღირს და რომ არა შეზღუდვა კოლეჯთა ლიგაში, საგსი პოპულარულობასთან ერთად ამ ერთი სროლით გამდიდრდებოდა კიდეც. ახლა, როცა მომავალი სეზონიდან კოლეჯთა ლიგაში NIL-ის წესი შემოდის, ეს კითხვა მნიშვნელოვანია, რადგან მოთამაშეებს ეძლევათ უფლება საკუთარი სახელისგან შემოსავალი მიიღონ. ახლა კოლეჯთა ლიგაში კალათბურთელები უჰონორაროდ თამაშობენ და მათ არც სარეკლამო გზით აქვთ შემოსავლის ქონის უფლება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომავალი წლიდან "მარტის სიგიჟეზე" კოლეჯთა ლიგის ვარსკვლავბი 10 ათასზე მეტ დოლარს იშოვიან, ხოლო სუპერვარსკვლავები (როგორიც ჯალენ საგსია) - $100 000. 

შეგახსენებთ, რომ "მარტის სიგიჟეში" სამი ქართველი ლეგიონერის გუნდიც მონაწილეობდა, საბა გიგიბერიას (არ უთამაშია) ჯორჯია ტექ პირველივე წრეში დამარცხდა, გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისი - მე-2 წრეში, ხოლო რატი ანდრონიკაშვილის (ტრავმა) კრეიტონი "სვით 16-ში" გავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები