Thumbnail

'ეს პრობლემა დიდი ხანია გვაქვს' - ქეცბაია ზედიზედ სამი წაგების შემდეგ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

კვიპროსის ჩემპიონატის 31-ე ტურში ფამაგუსტას ანორთოსისი ლარნაკას აეკ-თან 1:2 დამარცხდა. თემურ ქეცბაიას გუნდი მე-2 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის გოლით სწრაფად დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მატჩის შემდეგ ქართველმა თავკაცმა თამაში შეაფასა და თქვა, რომ ანორთოსისმა იმაზე ნაკლები მიიღო, ვიდრე იმსახურებდა და ეს არის პრობლემა, რომელიც უკვე რამდენიმე ტურია, გრძელდება.

"კიდევ ერთი თამაში წავაგეთ, რომლის ბედის გადაწყვეტა პირველივე ტაიმში შეგვეძლო. სამწუხაროდ, ეს არის პრობლემა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ იმაზე გაცილებით ნაკლები მივიღეთ, ვიდრე დავიმსახურეთ და ზოგიერთებმა იმაზე მეტი მიიღეს, ვიდრე იმსახურებდნენ. თასზე მნიშვნელოვანი ორი თამაში გვაქვს (აპოელ-თან) და მთელი ყურადღება ამ მატჩებზეა გადატანილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა თამაშებში მაქსიმუმს არ გავაკეთებთ. ფეხბურთში იღბალი საჭიროა და ვიმედოვნებ, რომ ამ ორ თამაშში იღბალი ჩვენს მხარეს იქნება. დღეს გოლის გატანის შანსი ბევრი გვქონდა, მაგრამ დამაგვირგვინებელი ფაზა პრობლემაა, მეტოქეები კი სამიდან ორ მომენტს იყენებენ", - თქვა ქეცბაიამ

შეგახსენებთ, რომ ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა და 53 ქულით მე-4 ადგილზე რჩება, ამასთან, ლიდერ ომონიას 13 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები