Thumbnail
  • აეკ 2:1 ანორთოსისი
  • ქართველმა ფეხბურთელმა სეზონში მე-8 გოლი გაიტანა

თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი ანორთოსისი კვიპროსული ლიგის საჩემპიონო ჯგუფში ლარნაკას აეკ-ს ესტუმრა და მართალია, თორნიკე ოქრიაშვილის ადრეული გოლის წყალობით იგებდა, საბოლოოდ, 1:2 დამარცხდა.

ტრავმის მოშუშების შემდეგ, მოედანზე დაბრუნებულმა საქართველოს ნაკრების შემტევმა უკვე მე-2 წუთზე გაიტანა, როდესაც თანაგუნდელის ჩაწოდებას გამოეხმაურა და გვერდულად ჩაწოლილმა ისე დაარტყა, რომ მეკარემ რეაგირებაც კი ვერ მოასწრო.

თორნიკე ოქრიაშვილმა მატჩში ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა

ცნობისთვის, 29 წლის ოქრიაშვილი 21 მარტს აელ-თან დაპირისპირებისას დაშავდა და ამის გამო, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტის თამაშებში ვერ დაეხმარა. მიმდინარე სეზონში თორნიკეს კვიპროსის ჩემპიონატის 17 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.

ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ასევე 90-90 წუთი გაატარეს მოედანზე გიორგი ლორიამა და გიორგი ქვილითაიამ, მურთაზ დაუშვილი კი 85-ე წუთზე შეცვალეს.

ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა და 53 ქულით მე-4 ადგილზე რჩება, ამასთან, ლიდერ ომონიას 13 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები