Thumbnail

'მათ ქომაგები მოატყუეს' - რამოსმა სევილიადან რეალში ტრანსფერი გაიხსენა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'არასოდეს დამავიწყდება ის დღეები, რომლებიც ჩემმა ახლობლებმა გადაიტანეს'
  • სერხიო რამოსმა მასზე გადაღებულ დოკუმენტურ სერიალში ძველი ამბავი გაიხსენა

მადრიდის რეალის მცველმა სერხიო რამოსმა კარიერის საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა დოკუმენტურ სერიალში, რომელიც მის შესახებ Amazon-მა გადაიღო. საუბარია ესპანელი მცველის სევილიადან მადრიდის რეალში ტრანსფერზე, რომელიც 2005 წელს შედგა. მაშინ “სამეფო კლუბმა” 27 მილიონი ევრო გადაიხადა, რამოსის ოჯახი კი სერიოზული წნეხის ქვეშ მოექცა. აი, რა თქვა სერხიომ:

“ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ქომაგებს თავად არაფერი ავუხსენი. სხვებს მივეცი უფლება, რომ ჩემს მაგივრად ესაუბრათ. რეალში გადასვლა კლუბებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგი იყო. მაშინ პრეზიდენტები ფლორენტინო პერესი და ხოსე მარია დელ ნიდო იყვნენ, მე კი არავითარი თანხა არ ამიღია, არადა, ამაზე ბევრს საუბრობდნენ. ამ გაურკვეველი სიტუაციის გამო, ვიგრძენი, რომ გულშემატკივრების ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა. რეალურად ისინი მოატყუეს და ეს, ჩემთვის ძალიან მტიკვნეული მომენტია. არასოდეს დამავიწყდება ის დღეები, რომლებიც ჩემმა ახლობლებმა სევილიაში გადაიტანეს. ისინი კლუბის სტადიონზე მისვლას დღემდე ვერ ახერხებენ. სწორედ ეს იყო, რომ იქ გატანილი გოლების შემდეგ ემოციებს არასდროს ვმალავდი. ეს რეაქციაა იმ ყველაფერზე, რაც ჩემმა ოჯახმა გადაიტანა. რეალში გადასვლის შანსი კიდევ 1000-ჯერ რომ მომეცეს, ყველა შემთხვევაში იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი, თუმცა, ამის თაობაზე განცხადებას თავად გავავრცელებდი”.

ცნობისთვის, 35 წლის სერხიო რამოსს რეალის მაისურით უკვე 668 თამაში აქვს ჩატარებული და 100 გოლის გატანაც შეძლო. მას მადრიდელებთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით, მხარეებს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები