Thumbnail

ესპანეთში დღესაც განიხილავენ იმ სკანდალურ ეპიზოდს, რომელსაც გუშინ ლა ლიგის მორიგ ტურში ჰქონდა ადგილი. შეგახსენებთ, რომ კადისთან გასვლითი მატჩისას ვალენსიას ფეხბურთელებმა მინდორი თვითნებურად დატოვეს და შეხვედრა ნახევარსაათიანი პაუზის შემდეგ განახლდა. აღნიშნულის მიზეზი ისევ რასიზმთან დაკავშირებული სკანდალი გახდა, რომლის დეტალებსაც თამაშის არბიტრის დავიდ მედიე ხიმენესის პროტოკოლიდან ვიგებთ.

“29-ე წუთზე იძულებული ვიყავი მატჩი შემეწყვიტა, რადგანაც მეტოქე ფეხბურთელებს შორის დაძაბული ვითარება შეიქმნა. ვალენსიას წევრ მუხტარ დიახაბის არასპორტული საქციელისთვის ყვითელი ბარათი ვაჩვენე, რის შემდეგაც სიტყვა-სიტყვით მითხრა: “მან შავი განავალი მიწოდა” და კადისის მოთამაშე ხუან კალასკენ მიმანიშნა. ჩემი სამსაჯო ბრიგადის არცერთ წევრს მსგავსი რამ არ გაუგია. ამის შემდეგ ვალენსიას ფეხბურთელებმა მინდვრის დატოვება გადაწყვიტეს და თამაში შეწყდა. იძულებული ვიყავი, გუნდებთან კონსულტაციები მეწარმოებინა და ისინი მატჩის განახლებაზე დავითანხმე, ამასთან, ვალენსიამ გადაწყვიტა, რომ დიახაბი შეეცვალა”.

შეგახსენებთ, რომ თამაში ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა და ის კადისმა 2:1 მოიგო, თუმცა, ცხადია, რომ ესპანური ლა ლიგის ხელმძღვანელობას დამატებითი გამოძიების ჩატარება მოუწევს. ბოლო პერიოდია, მსოფლიო ფეხბურთში რასისტულ გამონათქვამებს მკაცრად ებრძვიან და თუკი კალას აღნიშნული საქციელი დაუმტკიცდა, მკაცრ სასჯელს ვერ გადაურჩება.

📺 სკანდალური ეპიზოდი კადისი-ვალენსიას მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები