- ლუკა ლოჩოშვილმა ამ სეზონში წითელი უკვე მესამედ მიიღო
- ვოლფსბერგერის ქართველ მცველზე მარკ იანკომ ისაუბრა
- ლოჩოშვილის გაძევება და 1:8 - ვოლფსბერგერის კატასტროფული მარცხი
- გურამ გიორბელიძე: მწვრთნელისგანაც იყო დავალება, მე და ხვიჩაც ვსაუბრობდით
ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის ვოლფსბერგერი ავსტრიის ჩემპიონატში, ვენის რაპიდთან კვირას დიდი ანგარიშით, 1:8 დამარცხდა. 29-ე წუთიდან მასპინძლები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან ხსენებულ დროს ქართველმა მცველმა წითელი ბარათი მიიღო.
ავსტრიულმა მედიამ ლოჩოშვილის ფოლს ერკან კარასთან ორთაბრძოლისას “ბრუტალური კუნგ-ფუ ილეთი” უწოდა. ლოჩოშვილის გაძევებაზე კომენტარი ავსტრიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მარკ იანკომაც გააკეთა.
“როგორც ვიცი, კონორ მაკგრეგორი ახლა სპარინგ-პარტნიორს ეძებს თავისი მომდევნო ჩხუბისთვის მოსამზადებლად. ლოჩოშვილს შეუძლია, განაცხადი წარადგინოს,” - თქვა იანკომ და ქართველი მცველი UFC-ს მებრძოლებს შეადარა.

ვოლფსბერგერის ფეხბურთელები მსაჯთან ლოჩოშვილის გაძევებას აპროტესტებდნენ, რაზეც იანკოს ასეთი კომენტარი აქვს: “ეს წითელი ბარათი იყო და ჩემთვის გაუგებარია, რატომ გაუჩნდათ გაპროტესტების სურვილი.”
ლოჩოშვილმა ამ სეზონში წითელი ბარათი უკვე მესამედ დაიმსახურა. “როცა 23 თამაშში წითელს სამჯერ მიიღებ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.” - ეს უკვე ვოლფსბერგერის მწვრთნელის, რომან სტარის სიტყვებია.
იანკოს აზრით, ვოლფსბერგერი სეზონს ცუდად დაამთავრებს: “თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ყველა დარჩენილ თამაშს წააგებენ. ამის მისახვედრად არაა აუცილებელი, რომ წინასწარმეტყველი იყო. მომდევნო თამაშებში ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი - მათ შორის, მწვრთნელთან დაკავშირებითაც.” - აღნიშნა 37 წლის ექს-ფორვარდმა, რომელსაც ავსტრიის ნაკრებში 70 მატჩში 28 გოლი აქვს.
კომენტარები