Thumbnail

მიხეილ ყაველაშვილი: ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ
  • საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს მომხრეებიც ჰყავს

ქართულ ძიუდოში არსებულ განხეთქილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

მიხეილ ყაველაშვილი (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი):

"ყველამ უნდა გაითვალისწინოს წესდება და საკუთარი მოვალეობების ვალდებულება. ჩვენ შევხვდებით ორივე მხარეს, მოვუსმენთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ფედერაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია და უმჯობესია, თვითონ ძიუდოს ოჯახმა გადაწყვიტოს. როგორც ვიცი, ყრილობა 10 მაისს არის დანიშნული და ალბათ, იქ იქნება საუბარი. ვეცდებით, რომ იქ მოხდეს ორივე მხარის კონცენტრირება. პირადად ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია მოთხოვნებში, თუმცა შეხვედრაზე, ალბათ, უფრო მეტი მეცოდინება. ჩემი აზრით, ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. ის არჩეული პრეზიდენტია და უმჯობესი იქნება, რომ გააგრძელოს საქმიანობა"

განხეთქილება ქართულ ძიუდოში - პროტესტი ძლიერდება!

ვინ არ უერთდება პროტესტს? ოლიმპიური ჩემპიონი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრა

კომენტარები

ბოლო ამბები