Thumbnail

'უეფა და ფიფა ფეხბურთელებს კლავენ' - გვარდიოლა აღშფოთებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი გადატვირთულ კალენდარს აპროტესტებს
  • 50 წლის სპეციალისტის თქმით, ასეთ გრაფიკს ვერცერთი ფეხბურთელი გაუძლებს

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გადატვირთული სეზონის გამო უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს. ესპანელი სპეციალისტის თქმით, უეფა და ფიფა ფეხბურთელებს კლავენ.

"ფეხბურთელები ადამიანები არიან და არა - მანქანები. ვიცი, რომ ზოგიერთი მოთამაშე განიცდის, როდესაც ყველა მატჩში არ თამაშობს, მაგრამ ეს შეუძლებელია. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ თამაში, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება დასვენება.

უეფა და ფიფა ფეხბუთელებს კლავენ, რადგან კალენდარი გადატვირთულია. სეზონის დაწყებიდან აქამდე არცერთი თავისუფალი კვირა არ გვქონია. არ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მსგავს გრაფიკს მორალურად ან ფიზიკურად გაუძლებს. ეს შეუძლებელია", - ამბობს გვარდიოლა.

50 წლის სპეციალისტი სიტისთან ერთად პრემიერლიგის მესამედ მოგებასთან ახლოსაა

ფაქტია, გადატვირთული კალენდარი ინგლისის პრემიერლიგაში უარყოფითად ყველაზე ნაკლებად მანჩესტერ სიტიზე აისახება. ხოსეპ გვარდიოლას გუნდს 74 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ მანჩესტერ იუნაიტედს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, 14 ქულით უსწრებს. ამასთან, სიტი ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალშია გასული, სადაც მეტოქედ დორტმუნდის ბორუსია ჰყავს. შეხვედრები 6 და 14 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები