Thumbnail

სკანდალი ლა ლიგაში - ვალენსიას ფეხბურთელებმა თამაში შეწყვიტეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სკანდალი კადისი-ვალენსიას მატჩში
  • დიახაბის თანაგუნდელებმა სოლიდარობა გამოუცხადეს

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში კადისისა და ვალენსიას მატჩი სკანდალური გამოდგა. თამაში 30-ე წუთზე შეწყდა, რადგან სტუმართა მცველ მუხტარ დიახაბის მეტოქემ რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი ვალენსიელთა საჯარიმოში მოხდა, რის შედეგადაც დიახაბი ხუან კალას მოედნის ცენტრამდე გაეკიდა და მას პასუხი გასცა. "ღამურების" ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო თანაგუნდელებმა მას მხარდაჭერა გამოუცხადეს, თამაში შეწყვიტეს და გასახდელში შევიდნენ.

გარკვეული პაუზის შემდგომ მატჩი განახლდა, თუმცა დიახაბი შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ მე-2 ტაიმში მინდორზე არც კადისის მცველი გამოჩენილა.

კომენტარები

ბოლო ამბები