Thumbnail

ქართველი ხარი დაბრუნდა - ჯანაშიას ტრიუმფი ციმბირში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კონსტანტინე ჯანაშიამ რუსეთში პრესტიჟული ტურნირი მოიგო
  • "ქართველი ხარი" ახლა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება

ქართველმა სტრონგმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ ციმბირში, კონკრეტულად კი კრასნოიარსკში ტურნირ Siberian Power Show-ში მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი დაიკავა.

შეჯიბრში უმეტესად პროფესიონალი სტრონგმენები მონაწილეობდნენ - "ქართველმა ხარმა" კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა: პირველ დღეს კონსტანტინემ 4 მოძრაობიდან ოთხივეში პირველი ადგილი დაიკავა, მეორე დღეს კი საფინალო შეჯიბრსა და დასკვნით ორ მოძრაობაში გაიმარჯვა. შედეგად, მან უახლოეს მდევარს 10 ქულით გაასწრო და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

📺 ვიდეო: ironrating

პოპსპორტი „ქართველ ხარს“ დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს, რომელიც მას ტურნირზე ახლდა და გულშემატკივრობდა.

კონსტანტინე ჯანაშია: "ეს არის ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი მათ შორის, რაც რუსეთში ჩატარებულა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი გამოსვლა და გამარჯვება. კმაყოფილ ვარ, რადგან მეორეადგილოსანს 10 ქულით ვაჯობე. ორ თვეში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვდივარ ამერიკაში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დიდი ხნის შემდეგ ეს პირველობა შემეგრძნო, რათა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ფსიქოლოგიურად უფრო კარგად ვყოფილიყავი მომზადებული. ფიზიკურად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ორ თვეში კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში ვიქნები. მანამდეც ტურნირებია დაგეგმილი, მაგრამ მე არ ვმონაწილეობ, რადგან 2 თვე მოსამზადებლად საჭიროა.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ლევან საგინაშვილს გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შეჯიბრზე გადიხარ და ასე გგულშემატკივრობს ადამიანი, უფრო მეტ ძალას გაძლევს. გავამართლე მისი იმედი და პირველი ადგილი ავიღე."

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი კალიფორნიაში 15 ივნისს გაიმართება.

ქართველი ხარი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს

საჰაეროს ხომალდის გაგორებაც შეუძლია და 2 BMW-ს დაჭერაც! 💪🇬🇪 ქართველი ხარის შესახებ: bit.ly/GEBULL_PS

Posted by popsport on Wednesday, September 23, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები