Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო
  • დუდა სანაძის ბორაცს 7 მოგება და 17 მარცხი მოუგროვდა

დუდა სანაძის ბორაცმა ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში მარცხი განიცადა და წარმატებული თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელსაც არ ჰქონია.

სერბულმა კლუბმა ხორვატიის წარმომადგენელ ზადარს უმასპინძლა და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან 61:65 წააგო, ქართველმა კალათბურთელმა კი 33:24 წუთში მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო.

სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 4-დან 1 ორქულიანი და 7-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, აქტივში 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – 2 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი.

ბორაცი 7 მოგებითა და 17 მარცხით ადრიატიკის ლიგის სატურნურო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 10 აპრილს, სტუმრად, კიდევ ერთ ხორვატულ კლუბ სპლიტთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები