Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია რუბინისა და სოჩის დაპირისპირების გმირი გახდა, მან მეორე ტაიმი ითამაშა და 71-ე წუთზე შორი მანძილიდან ლამაზი გოლი გაუტანა სტუმრებს, რომელიც მატჩში ერთადერთი გამოდგა.

ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი): "ძალიან გახარებული ვარ, რადგან გუნდმა გაიმარჯვა, მე კი კარგი გოლი გავიტანე. ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია. მატჩის შემდეგ სლუცკიმ გოლი მომილოცა, თამაშამდე კი მან მითხრა, რომ შევიდოდი და გავიტანდი. ასეც მოხდა. ჩვენ ვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რადგან ნაკრებში სამი მატჩი ვითამაშე და ბევრი ვიმგზავრე, თამაშს არ დავიწყებდი. ჩვენ ერთი გუნდი და ერთი ოჯახი ვართ, რუბინის გასახდელში მუდამ პოზიტიური განწყობაა. ზედიზედ მესამე გოლი? არ ვიცი, როგორ ხდება, ღმერთი მეხმარება, მე კი ვშრომობ". 

ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერ-ლიგაში ამ სეზონში 21 მატჩში 4 გოლი და 8 საგოლე პასი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით) აქვს. 2021 წელს ეროვნული ნაკრების 3 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა. 

📺 ხვიჩა კვარაცხელიას გოლი სოჩის კარში

კომენტარები

ბოლო ამბები