Thumbnail

ეროვნული ლიგის მე-6 ტური დასრულდა. ფავორიტებიდან მხოლოდ დინამო თბილისმა მოიგო. ჩემპიონმა დინამო ბათუმისა და ლოკომოტივის ფრით ისარგებლა, უშუალო კონკურენტი დილა 1:0 დაამარცხა და გალიდერდა. 

მატჩის მე-13 წუთზე გამარჯვების გოლი 18 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ გაიტანა. გოლი კურიოზული გამოდგა - ბურთი გაგნიძეს დილას გოლკიპერ ლუკა გუგეშაშვილისგან მიუვიდა. დინამო თბილისი 13 ქულით პირველ ადგილზეა და მას დინამო ბათუმი ერთი ქულით ჩამორჩება. დილას და ლოკომოტივს 11-11 ქულა აქვთ. 7 აპრილს დინამო თბილისი შუქურას ესტუმრება, 8 აპრილს დინამო ბათუმი - თელავს. 

📺 დინამო თბილისი v დილა. გაგნიძის გოლი 

დინამო თბილისი 1:0 დილა

გოლი: გაგნიძე (13)

დინამო თბილისი (3-4-1-2): კვასხვაძე - ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი - სპორკსლედე, მექვაბიშვილი (46. ქარდავა), ლ. გაგნიძე, კობოური (67. ხარაბაძე) - რადინი (84. კუცია) - მარუშიჩი (83. იაშვილი), გაბედავა (63. ახვლედიანი)

დილა (4-3-2-1): გუგეშაშვილი - ჩიტეიშვილი, ეტუ, მაისაშვილი, ვანდერსონი - ალეფი, ნონდი, ნ. გაგნიძე (73. მოსიაშვილი) - ღუდუშაური, კამარა (66. ბუღრიძე) - კაპანაძე 

კომენტარები

ბოლო ამბები