Thumbnail
  • მედიის ინფორმაციით, გერმანული გრანდი კვარაცხელიათი დაინტერესდა 
  • ბაიერნს 20 წლის ქართველის ტრანსფერზე რუბინისთვის არ მიუმართავს
  • კლუბის გენერალური დირექტორი არ ამხელს, რამდენს მოითხოვს ხვიჩაში

ახლახან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მიუნხენის ბაიერნის ყურადღების ქვეშ მოექცა, რუსულ კლუბში გამოეხმაურნენ.

რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ 20 წლის ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ბაიერნიდან არავის მიუმართავს. 

"ხვიჩასთან დაკავშირებით ბაიერნიდან ჩვენთვის არავის მოუმართავს. რამდენად გავყიდიდი ხვიჩას? ციფრის დასახელება არ მსურს, ამის თაობაზე იმ კლუბებთან ვისაუბრებ, რომლებიც მისით იქნებიან დაინტერესებულნი. ამ საქმეში ფალსტარტის დაშვება არ შეიძლება", - განაცხადა საიმანოვმა Sport24-თან.

ცნობისთვის, გერმანულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას ბაიერნში მოსალოდნელ ტრანსფერზე, აგენტ მამუკა ჯუღელის სიტყვებზე დაყრდნობით დაიწერა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 20 წლის ქართველი ფეხბურთელით არაერთი წამყვანი ევროპული კლუბია დაინტერესებული, მათ შორის: სევილია, მილანი, იუვენტუსი, დორტმუნდი და ა.შ.

📺 ხვიჩა შვედეთთან, ესპანეთსა და საბერძენთთან

ხვიჩა ვარაცხელია რუბინის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის 20 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი (ითვლება მოპოვებული პენალტებიც).

კომენტარები

ბოლო ამბები