Thumbnail

ქინძმარაული დაშასთვის - უკრაინელი მსოფლიოს ჩემპიონის ქართული საჩუქარი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დარია ბელოდედმა საჩუქრად მისი სახელობის ქართული ღვინო მიიღო
  • 20 წლის უკრაინელმა ძიუდოისტმა ფოტო Instagram-ში გამოაქვეყნა

ძიუდოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა დარია ბელოდედმა საჩუქრად მისი სახელობის ქართული ღვინო მიიღო. 20 წლის უკრაინელმა გოგონამ ღვინის ბოთლის ფოტოები, რომელზეც თავად არის გამოსახული, Instagram-ში გამოაქვეყნა. 

ღვინის ბოთლის ეტიკეტზე დაშა კიმონოთია გამოსახული და გაკეთებულია წარწერა: "ძიუდოს დედოფალი". მეორე მხარეს ჩანს საქართველოს და უკრაინის დროშები, წარწერა ქინძმარაული და მინიშნება იმაზე, რომ ის სპეციალურად დარია ბელოდედისთვის არის ჩამოსხმული.

უკრაინელმა ძიუდოისტმა თავის ქართველ მეგობრებს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა. 

უცნობია, როდის დააგემოვნებს ღვინოს დარია ბელოდედი, რადგან ამჟამად უკრაინელი სპორტსმენი აქტიურად ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის. 

უკრაინელი ძიუდოისტი დარია ბელოდედი, რომელიც 48 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდის, მსოფლიოს ჩემპიონი 2018 და 2019 წლებში გახდა, 2017-ში ის ევროპის ჩემპიონატის, ხოლო 2019 წელს ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები