Thumbnail
  • გენტის მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
  • 21 წლის შემტევის თამაში სტანდარდთან საეჭვოა

ბელგიური გენტის ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის ლიეჟის სტანდარდთან თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. როგორც ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა თქვა, გიორგი გუნდს მხოლოდ გუშინ შეუერთდა.

ჩაკვეტაძემ მარტის ბოლო 4-დღიან ინტერვალში ორი ამხანაგური მატჩი ითამაშა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მუხლის ტრავმამ თავი ისევ შეახსენა და ბოლოო დღეებში არ ვარჯიშობდა.

"ჩაკმა" ამხანაგური თამაშები ჩაატარა, მაგრამ შემდეგ დასვენება მოუწია და მხოლოდ გუშინ შეუერთდა გუნდს. შესაბამისად, გასარკვევია, რამდენად იქნება მზად", - თქვა ვანჰაზებრუკმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ 2020/21 წლების სეზონში ჟუპილერ ლიგაში სულ 3 მატჩი ითამაშა, ერთიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე. მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია – მოპოვებული პენალტი, სწორედ ამ ეპიზოდში ვენის რაპიდის მეკარესთან შეჯახებისას მიიღო ქართველმა შემტევმა მძიმე ტრავმა. მას ოფიციალურ მატჩში 4 ოქტომბრის მერე არ უთამაშია. გენტი სტანდარდს 4 აპრილს სტუმრად დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები