Thumbnail
  • მოახლოებული ტურნირი რუსეთის დედაქალაქში 3-11 აპრილს ჩატარდება
  • უკანასკნელი ევროპირველობა 2019 წელს ბათუმში გაიმართა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა, სადაც ხვალ სტარტს აიღებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი. მოახლოებულ ტურნირში მონაწილეობას 12 ქართველი სპორტსმენი მიიღებს.

კაცები: გიორგი დოკვაძე (55 კგ.), შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი (ორივე – 61 კგ.), გოგა ჩხეიძე (67 კგ.), კახი ასანიძე (73 კგ.), რევაზ დავითაძე (89 კგ.), ანტონ პლესნოი (96 კგ.), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.), ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (ორივე +109 კგ.).
ქალები: ნათია გადელია (81 კგ.), ანასტასია გოტფრიდი (87 კგ.).

ცნობისთვის, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ბოლოს 2019 წელს ბათუმში ჩატარდა, შარშან კი, შეჯიბრი კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა. გასულ ევროპირველობაზე ქართველმა ძალოსნებმა 1 ოქროს (ლაშა ტალახაძე), 2 ვერცხლისა (რევაზ დავითაძე, ირაკლი თურმანიძე) და 2 ბრინჯაოს (გოგა ჩხეიძე, ანტონ პლესნოი) მედალი მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები