Thumbnail

პაულო დიბალას ბოდიშმაც არ უშველა - იუვენტუსმა სამი ფეხბურთელი დასაჯა

  • პაულო დიბალამ, არტურ რამოსმა და უესტონ მაკკენიმ პროტოკოლი დაარღვიეს
  • ფეხბურთელებმა მაკკენის სახლში წვეულება კომენტანტის საათის დროს გამართეს
  • ტურინულმა კლუბმა სამივე ფეხბუთელი დააჯარიმა და მოედანს ჩამოაშორა 

ტურინის იუვენტუსმა თავდამსხმელ პაულო დიბალას, ნახევარმცველებს: არტურ რამოსსა და უესტონ მაკკენის სანქციები დააკისრა. ამის მიზეზი ანტიკორონავირუსული პროტოკოლის დარღვევაა. 

იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბმა სამივე ფეხბურთელი დააჯარიმა და თამაშებსაც ჩამოაშორა. ის, რომ ფეხბურთელები ნამდვილად არ იქნებიან ტორინოსთან 3 აპრის გასამართ 29-ე ტურის შეხვედრაში, იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომაც დაადასტურა:

"სამი ფეხბურთელი, რომლებიც რამდენიმე დღის წინანდელ ეპიზოდში მონაწილეობდნენ, ტორინოსთან თამაშის განაცხადში ვერ მოხვდებიან".

ტურინულ დერბის არტური და მაკკენიც გამოტოვებენ

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს უესტონ მაკკენი სახლს პოლიციელები ესტუმრნენ, რომლებთანაც შევიდა შეტყობინება, რომ კომენტანტის საათის დროს ბინაში წვეულება იმართებოდა. სამართალდამცველებს სახლში 20 ადამიანი დახვდათ, რომელთა შორის, მასპინძელთან ერთად, არტური და დიბალაც იმყოფებოდნენ.

"ვიცი, რომ COVID 19-თან დაკავშირებული რთული პერიოდის გამო, ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება და არ უნდა დავრჩენილიყავიი ვახშამზე. ეს არ იყო წვეულება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ბოდიშს ვიხდი", - დაწერა მოგვიანებით პაულო დიბალამ სოციალურ ქსელში.

ტურინის იუვენტუსს იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 27 მატჩში 55 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა ანდრეა პირლოს გუნდი ლიდერ მილანის ინტერს 10 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები