Thumbnail

არგენტინელ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ მანჩესტერ სიტიდან წასვლას აპირებს, ინგლისურ პრემიერლიგაში დარჩენა სურს. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 32 წლის აგუეროს თავის რიგებში ხილვა ლონდონის ჩელსის უნდა და ამ რბოლაში აშკარა ფავორიტი იქნება. ადრე გახდა ცნობილი, რომ სერხიოს გადაბირება იტალიურ იუვენტუსსა და ინტერთაც სურთ. ტრანსფერზე ფიქრობს ესპანური ბარსელონაც.

აგუეროს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი. სერხიო მანჩესტერ სიტიში 2011 წელს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის ატლეტიკოდან გადავიდა. მას პრემიერლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული, ინგლისის ლიგის თასი – 5-ჯერ, სუპერთასი – 3-ჯერ და ასოციაციის თასი – ერთხელ.

კომენტარები

ბოლო ამბები