Thumbnail
  • რუბინის თავკაცმა მარტში საქართველოს ნაკრების სამივე თამაშს უყურა
  • ლეონიდ სლუცკიმ ესპანეთსა და საბერძნეთთან ხვიჩას გოლები შეაფასა

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ 2022 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებს უყურა. ბუნებრივია, რუსი სპეციალისტის ინტერესის მთავარი ობიექტი მისი გუნდის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც შვედეთთან (0:1) ერთი ტაიმი ითამაშა, ესპანეთსა (1:2) და საბერძნეთთან (1:1) მატჩებში კი თავი გატანილი გოლებით გამოიჩინა.

ლეონიდ სლუცკი ნაკრებში ხვიჩას თამაშს დააკვირდა

"ყველა მატჩი ვნახე, მათ შორის შვედეთთანაც, რომელშიც ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. საბრძნეთთან გოლი თავის კლასიკურ სტილში გაიტანა. ესპანელებთან კარგად შეასრულა. ჩანს, რომ ის ნაკრებში თავს უკვე ძალიან თავდაჯერებულად გრძნობს, არის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი - ისეთივე, როგორიც ჩვენს კლუბშია", - აქვეყნებს სლუცკის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

📺 ხვიჩას მომენტები შვედეთთან, ესპანეთსა და საბერძენთთან

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შეკრებიდან ყაზანურ კლუბში 2 აპრილს უნდა დაბრუნდეს. უკვე 3 პარილს კი რუბინს, რომელიც 37 ქულით რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, 24-ე ტურის საშინაო მატჩი სოჩისთან უწევს. 

ხვიჩა ვარაცხელია რუბინის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის 20 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი (ითვლება მოპოვებული პენალტებიც).

კომენტარები

ბოლო ამბები