Thumbnail

TOP 5 ქართველი შესარჩევში, მათში დებიუტანტია - ნაკრების საინტერესო ფაქტები

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ფრანგი ვილი სანიოლის ნაკრებმა ყატარი 2022-ის შესარჩევ ციკლში პირველი სამი მატჩი ჩაატარა: დამარცხდა შვედეთში (0:1), შინ ესპანეთთან (1:2) და ფრედ ითამაშა საბერძნეთში (1:1) და ქულით B ჯგუფში მე-4 პოზიციაზეა. მიუხედავად, არცთუ კარგი შედეგებისა, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი იმედისმომცემია.

საინტერესო ფაქტები

📌 საქართველოს ნაკრებმა 252 მატჩი ჩაატარა: 75 მოგება, 55 ფრე, 122 მარცხი. 287:355. საშუალოდ 0.81 ქულა თამაშში.

📌 გუნდს 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ბოლო გამარჯვება ბელარუსთან (1:0) 2020 წლის ოქტომბერში. 

📌 გუნდს მუნდიალის მატჩებში 20-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ბოლო გამარჯვება ბელარუსთან (1:0) 2012 წელს.

📌 გურამ კაშიამ ნაკრებში 85 მატჩი ითამაშა და მე-4 ადგილზეა. ამ ციკლში მან კახა კალაძეს გაუსწრო (83)

📌 ჯაბა კანკავას 100 კეპამდე 4 მატჩი რჩება. მასზე მეტი მხოლოდ ლევან კობიაშვილს აქვს ნათამაშები - 100. 

📌 ხვიჩა კვარაცხელიას ნაკრებში 8 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი. 

📌 შესარჩევში საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელიაა (7.77 Whoscored). 2. კანკავა (6.86), 3. კაშია (6.81), 4. კიტეიშვილი (6.65), 5. გიორბელიძე (6.65).

📌 შესარჩევში საქართველო უმეტესად მარცხენა ფლანგიდან უტევდა: 40%, მარჯვენა 37%, ცენტრი 23%.

📌 კარში ძირითადად ცენტრალური ზონიდან ურტყამდა: 73% (14-14% ფლანგებიდან)

📌 სრულად სამივე მატჩი (270 წუთი) ითამაშეს: ლორია, გიორბელიძე, კაშია, დვალი. ყველაზე ცოტა ითამაშეს: მიქაუტაძე, ჯიღაური (6-6 წუთი).

📌 ორივე გოლი კვარაცხელიამ გაიტანა. ასისტები: კიტეიშვილი, გვილია.

📌 1.3 დარტყმა საშუალოდ - ქვილითაია. საუკეთესო მაჩვენებელი ნაკრებში.

📌 ბერიძის პასების სიზუსტე - 100%. 2. კვეკვესკირი - 91.9%, 3. დვალი - 90.3.

📌 მოგებული საჰაერო დუელები (საშ) - ქვილითაია, კაშია, ზივზივაძე - 2-2.

📌 მატჩის საუკეთესო: კვარაცხელია (2).

📺 შვედეთი v საქართველო [მიმოხილვა]

📌 დრიბლინგი (საშ): 1. კვარაცხელია - 5, 2. გიორბელიძე - 2.

📌 ტექნიკური წუნი (საშ): 1. ზივზივაძე - 5, 2. კვარაცხელია - 4, 3. ლობჟანიძე - 3.7.

📌 ჩაჭრა (საშ): 1. კანკავა - 3.3, 2. დვალი - 2, 3. კაკაბაძე - 1.5.

📌 პასი (საშ): 1. კაშია - 50.3, 2. დვალი - 48, 3. აბურჯანია - 41.5.

📌 ჩაწოდება (საშ): 1. კვარაცხელია - 1.7, 2. გიორბელიძე - 0.7, 3. ლობჟანიძე - 0.7.

კომენტარები

ბოლო ამბები