Thumbnail

Whoscored.com-მა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი B ჯგუფის ტურის და სეზონის (მიმდინარე) სიმბოლური ნაკრებები გამოაქვეყნა. მას მერე, რაც გამოცემამ საბერძნეთის ნაკრებთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას შეფასების კორექტირება მოახდინა (8.3-დან 8.1-ზე), 20 წლის შემტევი ნახევარმცველი მე-3 ტურის სიმბოლურში ვეღარ მოხვდა (შუახაზი მთლიანად ესპანელი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა), თუმცა გუნდში ერთი ქართველი მაინც არის - გურამ კაშია. კაშიას შეფასება 6.8 არცისე მაღალია, თუმცა ჯგუფში ცენტრალური მცველებიდან მეტი ქულა არავის მიუღია. გურამ გიორბელიძემ კი ორიოდე მეასედი ქულით წააგო ჟორდი ალბასთან. ტურის სიმბოლურში 7 ესპანელი, 2 კოსოვოელი და თითო ქართველი და ბერძენია. 

სამაგიეროდ, კვარაცხელია სეზონის მიმდინარე სიმბოლურშია, სადაც ერთადერთი ქართველია 7 შვედთან და 3 ესპანელთან ერთად. საშუალო შეფასებით (7.77) ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება ჯგუფში - ზლატან იბრაჰიმოვიჩს (7.81). მესამე ადგილზე ჟორდი ალბაა (7.63). აქ ჯაბა კანკავა (6.86) 21-ე პოზიციაზეა, ხოლო გურამ კაშია (6.81) - 22-ზე. 29-ეა ოთარ კიტეიშვილი (6.65). 

B ჯგუფი. მე-3 ტურის სიმბოლური. Whoscored.com

სამირ უიკანი (კოსოვო. 7.1)
მიხალის ბაკაკისი (საბერძნეთი. 7.2), გურამ კაშია (საქართველო. 6.8), ერიკ გარსია (ესპანეთი. 6.8), ჟორდი ალბა (ესპანეთი. 7.3)
ფერან ტორესი (ესპანეთი. 8.0), კოკე (ესპანეთი. 8.2), სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი. 7.8), დანი ოლმო (ესპანეთი. 8.4)
ვედათ მურიქი (კოსოვო. 7.3), ალვარო მორატა (ესპანეთი. 7.1)

B ჯგუფი. სეზონის (მიმდინარე) სიმბოლური. Whoscored.com

კრისტოფერ ნორტფელდტი (შვედეთი. 7.0)
კარლ ლუსტიგი (შვედეთი. 6.9), ვიკტორ ლინდელიოფი (შვედეთი. 7.5), ფილიპ ჰელანდერი (შვედეთი. 7.0), ჟორდი ალბა (ესპანეთი. 7.6)
ვიკტორ კლაესონი (შვედეთი. 7.4), სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი. 7.6), კოკე (ესპანეთი. 7.6), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო. 7.8)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი. 7.8), ალეკსანდერ ისაკი (შვედეთი. 7.4)

📺 ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შესარჩევში [ჰაილაითები]

B ჯგუფში 2-2 გოლით ბომბარდირები არიან: ხვიჩა, დანი ოლმო და ფერან ტორესი. 3 ასისტი აქვს ჟორდი ალბას. საშუალოდ 5 დრიბლინგით პირველზე ხვიჩა კვარაცხელიაა, თუმცა ჯგუფში პირველობა არაფერს ნიშნავს, ხვიჩა პირველია მთელს კონტინენტზეც. საშუალოდ 4-4 დრიბლინგს აკეთებენ თამაშში ალეკსანდრ გოლოვინი (რუსეთი), ლეროი სანე (გერმანია), მემფის დეპაი (ნიდერლანდები), რუსლან მალინოვსკი (უკრაინა) და სარგის ადამიანი (სომხეთი). მე-2 ტურის შემდეგ ხვიჩა ამ კომპონენტით საზიარო პირველ ადგილზე იყო, ახლა კი ერთპიროვნული ლიდერია. საშუალო რეიტინგით (7.77) ხვიჩა კონტინენტზე 28-ე პოზიციაზეა. (საუკეთესო მემფის დეპაია - 8.88).

სეზონის სიმბოლური. Whoscored.com

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ნაკრებმა ყატარი 2022-ის შესარჩევ ციკლში პირველი სამი მატჩი ჩაატარა: დამარცხდა შვედეთში (0:1), შინ ესპანეთთან (1:2) და ფრედ ითამაშა საბერძნეთში (1:1) და ქულით B ჯგუფში მე-4 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები