Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფი: პირველი მატჩები და პირველი სენსაცია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო 70:43 ოლიმპი
  • კაკტუსი 69:85 მგზავრები
  • რუსთავი 82:62 ბათუმი

საკალათბურთო სუპერლიგაში ყველაზე საინტერესო ეტაპი, პლეი ოფი დაიწყო. მეოთხედფინალურ წყვილებს შორის პირველი მატჩი დინამოს და ოლიმპს შორის შედგა.

პირველი მატჩი არ გამოდგა დაძაბული. მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის დინამომ განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 70:43 სძლია მეტოქეს.

დინამომ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველი ტაიმი 42:23 მოიგო. მესამე პერიოდი ფრედ, 13:13 დასრულდა და ნათელი გახდა, რომ დინამო ამ უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებდა.

ბოლო მეოთხედში თამაშის სცენარი არ შეცვლილა და შედეგად, ირაკლი ხოშტარიას გუნდმა მეტოქე 27-ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

დინამოში 15 ქულით ლაველ ბოიდი გამოირჩა, 11-11 ქულა მოაგროვეს ილია ლონდარიძემ და გიორგი შარაბიძემ.

მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდეა და შესაბამისად, მორიგი გამარჯვების შემთხვევაში, დინამო მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

დინამო 70:43 ოლიმპი

მოულოდნელი შედეგით დასრულდა კაკტუსი-მგზავრების დაპირისპირება. რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულმა კაკტუსმა მეშვიდეადგილოსან მგზავრებთან უშანსოდ წააგო!

მგზავრებმა გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით მეოთხედში მოიპოვეს და საბოლოოდ, მეტოქე 16-ქულიანი სხვაობით, 85:69 დაამარცხეს.

გამარჯვებული გუნდიდან 22 ქულით, 11 მოხსნით, 7 პასით და 4 ჩაჭრით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი. 20 ქულა მოავროვა კახა ჯინჭარაძემ.

კაკტუსი 69:85 მგზავრები

პლეი ოფში ერთადერთი წყვილია, სადაც ორი რეგიონის გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს. რუსთავმა ბათუმს უმასპინძლა და 20-ქულიანი ფორით, 82:62 დაამარცხა მეტოქე.

ბათუმელებმა პირველ პერიოდში გაიბრძოლეს, ცოტა ხანი წინაც იყვნენ, თუმცა რუსთავმა მალევე მოიპოვა უპირატესობა და სადავეები აღარ გაუშვია ხელიდან.

რუსთავის რიგებში შეუჩერებელი იყო ამერიკელი ლეგიონერი ტაირელ ნელსონი, რომელმაც 33 ქულა და 16 მოხსნა მოიხვეჭა. ადამ ბლეიზეკი რუსთავს 16 ქულით, 9 პასით და 8 მოხსნით დაეხმარა.

რუსთავი 82:62 ბათუმი

 

კომენტარები

ბოლო ამბები