Thumbnail

საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის შემდეგ (1:1) ბერძნულენოვანმა მედიამ იონ ვან'ტ სხიპის ნაკრები მკაცრად გააკრიტიკა...

ვილი სანიოლის გუნდი მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდა, მაგრამ მე-2 ტაიმში კაკაბაძის ავტოგოლით მარცხდებოდა, სანამ 78-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი სოლო-გოლით ნაკრებს შესარჩევ ციკლში ქულა მოუტანა - 1:1. 

კვიპროსული kerkida.net: "ამ შედეგით საბერძნეთის ნაკრებმა ხაზი გადაუსვა კარგ პირველ ტურს ესპანეთთან. კაკაბაძემ გოლი გვაჩუქა, მაგრამ ორ წუთში საოცარმა კვარაცხელიამ გაათანაბრა. ვლახოდიმოსმა კი ფრე გადაარჩინა, როცა 86-ე წუთზე კანკავას დარტყმული მოიგერია".

ethnos.gr: "ეროვნულმა ნაკრებმა საჩუქარი მიიღო, რომელიც ვერ გამოიყენა და სამი ქულა დაკარგა. კვარაცხელიამ ჩვენს მცველებში "იცეკვა" და ისე გაიტანა ბურთი ვლახოდიმოსის კარში". 

pentapostagma.gr: "თამაში იმედგაცრუება საბერძნეთის ნაკრების შესრულებით. ჩვენმა ნაკრებმა დიდი ნაბიჯი გადადგა უკან". 

sport24.gr: "საქართველო საბერძნეთის დონის გუნდია. სიმართლე ის არის, რომ ორი ქულა ორი მატჩის შემდეგ მეტისმეტიც კია ჩვენი გუნდისთვის, მისი თამაშიდან და თუნდაც პოტენციალიდან გამომდინარე. გრანადაში ღმერთმა პენალტი გვაჩუქა ისე, რომ გუნდი ბურთს საერთოდ ვერ ფლობდა, სალონიკიში ორივე გოლი ჩვენი ფეხბურთელების მონაწილეობის გარეშე გავიდა.  არ შეიძლება სულ გარეშე ძალების იმედად ყოფნა, კვარაცხელიას იმ მომენტში ვირტუოზულად რომც არ ეთამაშა, საფეხბურთო სიმართლე მაინც აშკარა იყო - საქართველოს ნაკრები გვჯობდა. მძიმე სანახავი იყო ბოლო წუთები, როცა ჩვენი ნაკრები ვერც კი უტევდა, ხოლო საქართველომ შტურმი მოაწყო. თუკი ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს სანიოლის ნაკრები იყო".

onsports.gr: "ვილი სანიოლის გუნდმა საბერძნეთს მისი ფეხბურთი არ ათამაშა". to10.gr: "ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ გოლი გავიტანეთ და ფრეს მივაღწიეთ. საქართველოს ნაკრები გაცილებით უკეთესი იყო".

შეგახსენებთ, რომ პირველი სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 1 ქულა აქვს. მე-4 ტურის მატჩს სანიოლის გუნდი შინ 2 სექტემბერს გამართავს კოსოვოს ნაკრებთან.  

კომენტარები

ბოლო ამბები