Thumbnail

ყატარი 2022-ის შესარჩევი ციკლის მე-3 ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად 1:1 ეთამაშა საბერძნეთის ნაკრებს. ნაკრებში მესამე გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც კვლავ მაღალი დონის გამოდგა. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს whoscored.com-ისგან...

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ბუნებრივია, ხვიჩა კვარაცხელია იყო მან გამოცემისგან 8.1 ქულა დაიმსახურა. შვედეთთან მატჩში, როცა ხვიჩამ მხოლოდ ტაიმი ითამაშა, მან 6.64 ქულა მიიღო, ხოლო ესპანეთთან - 8.54. 

ხვიჩას მერე მოედანზე საუკეთესო იყო გურამ გიორბელიძე, რომლისთვისაც ეს მხოლოდ მესამე სანაკრებო მატჩია (ყველა ამ 6-დღიან პერიოდში). ავსტრიული ვოლფსბერგერის მოთამაშემ 7.3 მიიღო. როგორც ჩანს, ნაკრებისთვის პრობლემურ პოზიციაზე შესანიშნავი კანდიდატურა გამოჩნდა. 

ბერძენთაგან საუკეთესო მიხალის ბაკაკისი, რომელიც კვარაცხელიასა და გიორბელიძეს ფლანგზე აკავებდა და თავადაც უტევდა, ტრავმის გამო პირველივე ტაიმში გამოცვალეს - 7.2 ქულა. დიმიტრის იანულისმა 7.2 შეფასება მიიღო.

საქართველოს ნაკრების შეფასებები. whoscored.com

მეკარე: ლორია - 6.8

მცველები: კაკაბაძე - 6.3, კაშია - 6.8, დვალი - 6.7, გიორბელიძე - 7.3

ნახევარმცველები: კანკავა - 6.8, აბურჯანია - 6.6

შემტევი ნახევარმცველები: ლობჟანიძე - 6.2, კიტეიშვილი - 6.7, კვარაცხელია - 8.1

ფორვარდი: ზივზივაძე - 6.7

სათადარიგოები: გვილია - 6.2, ქვილითაია - 6.4, ჯიღაური - 6.1, კვეკვესკირი - 6.3.

სხვათა შორის, ბერძენთა მთავარი ტალანტი ძოლისი, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს 6.0 შეფასებით დაკმაყოფილდა, რომელიც სასტარტო ფეხბურთელებს შორის ყველაზე ცუდი შეფასებაა. 

📌 კარისკენ დარტყმები: კანკავა (2), კვარაცხელია (2), კიტეიშვილი (2)

📌 კარში დარტყმები: კანკავა, კვარაცხელია, აბურჯანია, ქვილითაია

📌 მნიშვნელოვანი პასები: 8 ფეხბურთელი - თითო.

📌 პასების სიზუსტე: კვეკვესკირი - 100%, კაკაბაძე - 91.7, კანკავა - 90.7

📌 მოგებული საჰაერო დუელი: ქვილითაია (3), კაშია (2), აბურჯანია (2)

📌 ბურთზე შეხება: კაკაბაძე - 78, დვალი - 75, კიტეიშვილი - 73

📌 დრიბლინგი: კვარაცხელია - 6, გიორბელიძე - 4, ზივზივაძე - 2

📌 მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: კიტეიშვილი - 5, გიორბელიძე - 3

📌 ტექნიკური წუნი: კვარაცხელია - 4, ზივზივაძე - 4, კაკაბაძე - 3, ლობჟანიძე - 3

📌 ორთაბრძოლები: კაკაბაძე - 7

📌 ჩაჭრა: კანკავა - 5

📌 ბურთის გამოტანა ზონიდან: დვალი - 6, კაშია - 4, გიორბელიძე - 3

📌 პასები: დვალი - 63, კაკაბაძე - 48, კიტეიშვილი - 48

📌 ჩაწოდება: კვარაცხელია - 7 (1), კიტეიშვილი - 5 (0)

📌 გამჭოლი პასი: კვარაცხელია - 1

კომენტარები

ბოლო ამბები