Thumbnail
  • TOP 14-ში პლეი ოფი იწყება
  • ტიტულისთვის რვა ქართველი იბრძოლებს

საფრანგეთის ელიტარული სარაგბო დივიზიონი დასასრულს უახლოვდება. TOP 14-ში პლეი ოფები იწყება და იმედი გვაქვს, რომ ქართველი მორაგბეების კლუბები ღირსეულად იასპარეზებენ ტურნირის ამ ეტაპზე. ტიტულის მოსაპოვებლად რვა ქართველი იბრძოლებს.

2017 წელს TOP 14-ის ჩემპიონი კლერმონი გახდა, რომლის რიგებშიც დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი და ოთია გიორგაძე თამაშობდნენ.

პლეი ოფის მეოთხედფინალურ ეტაპზე მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის ტულონი ლიონს შეხვდება. შეხვედრა 18 მაისს გაიმართება, ამ წყვილის გამარჯვებული რეგულარული სეზონის გამარჯვებულ მონპელიეს შეხვდება, რომლის ღირსებასაც ოთხი ქართველი იცავს: მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, კოტე მიქაუტაძე და გელა აფრასიძე.

ვასილ კაკოვინის რასინგი ნახევარფინალში კასტრისა და ტულუზის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნახევარფინალები 25-26 მაისს გაიმართება. ფინალური შეხვედრა კი 2 ივნისს შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები