Thumbnail

5 ცვლილება ევრო 2020-სა და ერთა ლიგაში - უეფას წესს ჯერ არ აუქმებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფას აღმასრულებელი კომიტეტი ცვლილებების რაოდენობს ჯერ არ ამცირებს
  • COVID-19 ნაციონალურ და საერთაშორისო ფეხბურთზე გავლენას კვლავ ახდენს 

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, სამის ნაცვლად, ხუთი ცვლილების წესი გაავრცელოს ევრო 2020-ისა და ერთა ლიგის ფინალური ტურნირის მატჩებზეც. 

შეგასენებთ, რომ აღნიშნული წესი ფეხბურთში თავდაპირველად კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ფეხბურთელების ტრამვებისგან დაცვის მიზნით შემოიღეს. 

"ვინაიდან პანდემია COVID-19 კვლავაც ახდენს გავლენას ნაციონალურ და საერთაშორისო საფეხბურთო კალენდარზე და ხუთი ცვლილების წესი კვლავაც აქტუალურია, აღმოსკომმა მისი გახანგრძლივება გადაწყვიტა. თანაც, წესი ასევე მოქმედებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე, რომლებიც 2021 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში ტარდება. წესი გავრცელდება ევრო 2020-ზე, რომელიც 2021 წლის ივნის-ივლისში ჩატარდება, უეფას ერთა ლიგის ფინალურ სტადიაზე (2021 წლის ოქტომბერში), ასევე - უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩებზე C ლიგაში, რომლებიც 2022 წლის მარტში უნდა ჩატარდეს", - ნათქვამია უეფას ოფიციალურ საიტზე

ევრო 2020 შარშან უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. ტურნირი 11 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ევროპის 12 ქალაქში უნდა ჩატარდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები