Thumbnail

5 წლით ციხე და ჯარიმა - ქარიმ ბენზემა სასამართლოს განაჩენს ელოდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალის 33 წლის თავდამსხმელს წელს მძიმე შემოდგომა ელოდება
  • ბენზემა მატიე ვალბუენას შანტაჟის მცდელობაშია ბრალდებული

მადრიდის რეალის თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას საქმეზე სასამართლოში მოსმენა ვერსალში, 20-22 ოქტომბერს გაიმართება. "ფრანს პრესის" ინფორმაციით, 33 წლის ფრანგ ფეხბურთელს, რომელსაც ბრალი საფრანგეთის ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელის, მატიე ვალბუენას შანტაჟის მცდელობაში ედება, ხუთ წლამდე პატიმრობა და 75 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრება. 

საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფორვარდთან ერთად, რომელსაც ეროვნულ გუნდში 2015 წლის შემდეგ აღარ იწვევენ, საქმის ფიგურანტი კიდევ ოთხი ადამიანია. ბენზემას ბრალი კრიმინალებთან კავშირში ედება, რომლებსაც ვალბუენასთვის პროვოკაციული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების მუქარით, გარკვეული ოდენობის თანხა უნდა გამოეძალათ. 

მატიე და ქარიმი ერთ დროს ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ

ქარიმ ბენზემა ვერსალის პოლიციამ ჯერ კიდევ 2015 წლის 4 ნოემბერს დააკავა, მეორე დღეს კი მას ბრალი წაუყება. ფორვარდი გაათავისუფლეს, მაგრამ სამაგიეროდ, ის საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ჩამოაშორეს. 2018 წელს საფრანგეთის უზენაესმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბენზემას საჩივარი, სადაც ფეხბურთელი ვალბუენას შანტაჟის საქმეზე გამოძიების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდა. 

მიმდინარე სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა მადრიდის რეალის ღირსება ყველა ტურნირის 32 მატჩი დაიცვა, გაიტანა 23 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები