Thumbnail

90min.com-მა "მცირე ერთა" TOP 25 ტალანტი ჩამოთვალა. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში "მცირე ერებში" საფეხბურთო თვალსაზრისით არაგრანდი ქვეყნები იგულისხმება. სიაში ქართველი ხვიჩა კვარაცხელია მე-19 ნომრადაა. 

ყველაზე მეტად "მცირე ერებში" ნორვეგიასა და კანადას გაუმართლდათ - ნორვეგიელი ერლინგ ჰაალანდი პირველ ადგილზეა, მარტინ ედეგორი მესამეა, ხოლო იენს ჰაუგე მეცხრე. კანადელებს მე-2 ადგილოსანი ალფონსო დევისი და მე-6 ადგილზე მყოფი ჯონათან დევიდი ჰყავთ. 

ხვიჩა მე-19 ადგილზეა. სხვათა შორის, მისი ხვალინდელი ვიზავი ხრისტოს ცოლისი ამ სიაში მე-18 პოზიციაზეა. 

"20 წლის კვარაცხელია თავის ასაკს უსწრებს. მას უკვე მიიჩნევენ საუკეთესო ქართველ მოთამაშედ მოქმედ ფეხბურთელთა შორის. ის რუბინში თამაშობს და არც პასების გაცემა უჭირს თანაგუნდელებისთვის. ხვიჩას ანგარიშზე სულ 7 თამაში და 2 გოლია ეროვნულ ნაკრებში". 

'მცირე ერების' TOP 10 ტალანტი. 90min.com

1. ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია)
2. ალფონსო დევისი (კანადა)
3. მარტინ ედეგორი (ნორვეგია)
4. ედმონდ ტაპსობა (ბურკინა ფასო)
5. მარაშ კუმბულა (ალბანეთი)
6. ჯონათან დევიდი (კანადა)
7. პატსონ დაკა (ზამბია)
8. ელიფ ელმასი (ჩრ. მაკედონია)
9. იენს პეტერ ჰაუგე (ნორვეგია)
10. მანორ სოლომონი (ისრაელი)

კომენტარები

ბოლო ამბები