Thumbnail
  • ზენიტი 74:86 ცსკა
  • თორნიკე შენგელია: 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის რეგულარული სეზონის 32-ე ტურის მატჩში სტუმრად ზენიტი დაამარცხა რუსულ დერბიში - 86:74. ცსკა 21 გამარჯვებით მე-2 ადგილზეა და წინ მხოლოდ ბარსელონაა (23). ამით ცსკა-მ პლეი ოფი გაინაღდა.

თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო, მან 28:44 წუთში 14 ქულა ჩააგდო (ერთი სამქულიანი), რაც გუნდში მეორე შედეგია ფოიტმანის (21 ქულა) შემდეგ. მის ანგარიშზეა ასევე: 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა. ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ია (მესამე გუნდში ფოიტმანისა (31) და კლაიბერნის (18) შემდეგ. 

ცსკა-მ ევროლიგაში ზედიზედ მესამედ მოიგო, ისე კი ეს მოსკოველთა ზედიზედ მე-6 გამარჯვებაა. ბოლოს გუნდი მილანოსთან დამარცხდა 3 კვირის წინ. 2 აპრილს ცსკა კიდევ ერთ რუსულ კლუბს ეთამაშება, ხიმკის მასპინძლობს, რომელიც ევროლიგის უიმედო აუტსაიდერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები