Thumbnail

პორტუსა და ჩელსის მატჩები ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პორტუ-ჩელსის ორივე თამაში სევილიაში ჩატარდება
  • ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ეს გუნდები 7 და 13 აპრილს შეხვდებიან

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პორტუსა და ჩელსის ორივე შეხვედრა ესპანეთის ქალაქ სევილიაში, ‘რამონ სანჩეს პისხუანის’ სტადიონზე გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია უეფამ ოფიციალურად დაადასტურა. ამ წყვილის მატჩების ნეიტრალურ სტადიონზე გამართვის გადაწყვეტილება კოვიდ-რეგულაციებს უკავშირდება.

"უეფა მადლობას უხდის პორტუს და ჩელსის მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, პორტუგალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციებს, აგრეთვე სევილიას დახმარებისა და  შეთანხმებისთვის", - აღნიშნულია უეფას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პორტუ ჩელსისთან ნომინალური მასპინძელი 7 აპრილს იქნება, ხოლო საპასუხო მატჩი 13 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები