Thumbnail
  • 5 კალათბურთელი, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს
  • სტივ ნეში და კობი ალბათ პროფესიულ ფეხბურთსაც თავისუფლად ითამაშებდნენ

შაკილ ო'ნილის ფეხბურთი ერთხელ მაინც თუ გინახავთ, მალევე მიხვდებოდით, რომ ფეხბურთი 'შაკის' გატაცება არასოდეს ყოფილა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ლებრონზეც. თუმცა, NBA-ს ყველა ვარსკვლავი მათ არ ჰგავს - მაგალითად, სტივ ნეში, რომელიც ფეხბურთის კოლექციონერია და ბურთს ისე ეპყრობა, როგორც თასმებშეხსნილი მარადონა მიუნხენში.

#1 კობი ბრაიანტი

კობი ბავშვობაში მილანში ცხოვრობდა და ბუნებრივია, იტალიაში ფეხბურთითაც დაინტერესდა "6-დან, 14-წლამდე ფეხბურთს ყოველდღე ვთამაშობდი..." - ამბობდა კობი fifa.com-თან ინტერვიუში. "ჯერ მეკარე ვიყავი, შემდეგ ნახევარმცველად მათამაშებდნენ. ფეხბურთი ალბათ ჩემი საყვარელი სპორტია." კობი მილანში ცხოვრებისას მილანს ქომაგობდა და მისი საყვარელი ფეხბურთელი ჰოლანდიელი - მარკო ვან ბასტენი იყო.

#2 სტივ ნეში

სტივ ნეშს იგივე წარმატებით შეეძლო ალბათ ფეხბურთიც ეთამაშა. ნეში, გარდა იმისა, რომ კარგად თამაშობს, ფეხბურთის ნამდვილი ქომაგია - სახლში მაისურების და ბუცების დიდი კოლექცია აქვს. კლუბებიდან განსაკუთრებით ტოტენჰემ ჰოთსპური უყვარს, თუმცა არც არსენალის ლეგენდის - ტიერი ანრის კლერფონტენში მიპატიჟებაზეც ამბობს უარს, სადაც ზიდანთან და ანრისთან ერთად 2-საათიან საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა.

#3 ლუკა დონჩიჩი

ასეთი პირველი შეხება მარიო ბასლერსაც შეშურდებობდა. როგორც ბალკანელების უმეტესობა, დონჩიჩიც ფეხბურთზე გიჟდება. უცნობია, ლუბლიანელი სპორტსმენი საკუთარ რეგიონში რომელ კლუბს ქომაგობს, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ მადრიდის რეალი მოსწონს, ამ გუნდის სტრუქტურაში 2015-18 წლებში თვითონაც ხომ თამაშობდა. დონჩიჩი ფეხშიც კარგად გრძნობს ბურთს და ამის დასტურად არაერთი ვიდეო შეგვიძლია მოვიყვანოთ. სლოვენიელს კალათბურთი რომ არ აერჩია, ფეხბურთში მორიგი იურგენ კოლერი, ან ნიკოლა ზიგიჩი გვეყოლებოდა.

#4 ლიუ დენგი

დენგი სამხრეთ ლონდონში, ბრიქსტონში გაზრდილია და ფეხბურთი ბავშვობაში ძალიან უყვარდა. პრემიერლიგის ვარსკვლავები - ფაუსტინო ასპრილია, იან რაიტი და დევიდ როკქესლი მისი კუმირები იყვნენ. ბოლო 2 გვარის მიხედვით, შეიძლება მიხვდით, რომ დენგი არსენალის დიდი ქომაგია. ფეხბურთს თამაშითაც ხშირად თამაშობს და სტივ ნეშის საფეხბურთო საღამოების ხშირი სტუმარია.

#5 ჯოელ ემბიდი

ფილადელფიას კამერუნელი ცენტრი ჯოელ ემბიდი კოლეჯამდე ფრენბურთით და ფეხბურთით იყო გატაცებული, რასაც მისი ბურთის კენწვლის ვიდეობიც ცხადყოფს. ემბიდი, დენგის მსგავსად, არსენალს ქომაგობს. ამის მიზეზი ლონდონის არსენალში წლების მანძილზე მოთამაშე ფრანგული კონტიგენტია. "არსენალს ყოველთვის ბევრი ფრანგი და ფრანგულენოვანი მოთამაშე ჰყავდა, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო." - ამბობს ემბიდი არსენალის ტელევიზიასთან ინტერვიუში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები