Thumbnail
  • 7 დეკემბერს ნიონში უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართა.
  • ევრო 2020 რომში გაიხსნება და ლონდონში დასრულდება
  • საქართველოს ნაკრები ერთა D ლიგის პირველ კალათაშია

7 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპული ფეხბურთის მამები შეიკრიბნენ და მრავალ საკითხზე იმსჯელეს, მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც. მაგალითად, გაცხადდა, რომ ევრო 2020-ის გახსნის მატჩი რომში გაიმართება.

გადაწყდა, რომ ბრიუსელს წაერთვას ევრო 2020-ის მასპინძლობის უფლება და 4 თამაში, რომელიც თავიდან ბელგიის დედაქალაქში იყო დაგეგმილი, ლონდონში, "უემბლიზე" გადაიტანეს. ასე რომ, "უემბლი" ევრო 2020-ზე საერთო ჯამში 7 მატჩს უმასპინძლებს. მათ შორის არის ორივე ნახევარფინალი და ფინალი.

A ჯგუფის მატჩები გაიმართება: რომში და ბაქოში. 

B ჯგუფი: სანკტ პეტერბურგში და კოპენჰაგენში.

C ჯგუფი: ამსტერდამში და ბუქარესტში.

D ჯგუფი: ლონდონში და გლაზგოში.

E ჯგუფი: ბილბაოში და დუბლინში.

F ჯგუფი: მიუნხენში და ბუდაპეშტში.

ყოველი მასპინძელი ნაკრები, რომელიც ჩემპიონატზე მოხვდება, მინიმუმ, ორ თამაშს ითამაშებს საკუთარ მოედანზე.

უეფას ერთა ლიგის კალათებიც გადაწყდა. D ლიგაში, სადაც საქართველოს ნაკრები ითამაშებს, ჩვენი გუნდი პირველ კალათაშია

D ლიგის კალათები

I კალათა:აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, საქართველო

II კალათა: სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი

III კალათა: ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, მალტა

IV კალათა: ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი

აზერბაიჯანი და სომხეთი პოლიტიკური სიტუაციის გამო ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. მცირე შეზღუდვებია გეოგრაფიული კუთხითაც. 

4 ჯგუფის 4 გამარჯვებული 2020 წლის ერთა ლიგის C ლიგაში აღზევდება.4 საუკეთესო გუნდი, ვინც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ მოიპოვებს ევრო 2020-ის საგზურს, ერთი საგზურისთვის 2020 წლის მარტში პლეი ოფს ითამაშებს.

დამტკიცდა კალენდარიც. პირველი ტური 6-8 სექტემბერს (2018) გაიმართება, ბოლო 18-20 ნოემბერს. ფინალური ეტაპის წილისყრა დეკემბერში გაიმართება, ფინალური ეტაპი - 2019 წლის 5-9 ივნისს. ევრო 2020-ის პლეი ოფების წილისყრა 2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართება, თავად პლეი ოფები - 2020 წლის 26-31 მარტს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები