Thumbnail
  • ვაშინგტონ უიზარდსი 132:124 ინდიანა პეისერსი
  • გოგა ბითაძემ მცირე დროში გუნდს 8 ქულა მოუტანა
  • რასელ ვესტბრუკმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი დღის მატჩები გაიმართა. ზედიზედ მოგებული ორი შეხვედრის შემდეგ, დამარცხდა გოგა ბითაძის გუნდი ინდიანა პეისერსი, რომელიც სტუმრად ვაშინგტონ უიზარდსს დაუპირისპირდა.

20 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე ამჯერად 7:03 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 8 ქულა, თითო მოხსნა, პასი და დაფარება შემატა. აღსანიშნავია, რომ გოგამ თამაშიდან ყველა სროლა უნაკლოდ შეასრულა - 1 სამქულიანი და 2 ორქულიანი. 2 საჯარიმოდან კი ერთი ჩააგდო. ბითაძე 3-ჯერ დაჯარიმდა. მის ანგარიშზე ერთი დაკარგვაცაა.

გოგა ბითაძის ეფექტური თამაშის მომენტები ინდიანას ტვიტერმაც გამოარჩია:

📺 გოგა V უიზარდსი  

📺 გოგა V უიზარდსი

უიზარდსის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი გამთამაშებელმა რასელ ვესტრბურკმა შეიტანა, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა (35 ქულა, 21 პასი, 14 მოხსნა) და კლუბის ისტორიაშიც შევიდა. ვესტბრუკის ანგარიშზე, რომელმაც გუნდში სულ 38-ე შეხვედრა ჩაატარა, 16 სამმაგი დუბლია. მან დერელ უოკერს აჯობა, რომელმაც ვაშინგტონში (1987-1991 წლებში) ჩატარებულ 283 მატჩში 15-ჯერ შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება.

რასელ ვესტბრუკმა ვაშინგტონს ზედიზედ მეორე მატჩი მოაგებინა

ამას გარდა, რასელი გახდა პირველი მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელმაც სამმაგი დუბლი 35+ ქულითა და 20+ პასით მიითვალა. უიზარდსის გამთამაშებელი ლიგის ისტორიაში მეორე კალათბურთელია სამმაგი დუბლების საერთო რაოდენობით. რასელის ანგარიშზე კარიერაში 162 სამმაგი დუბლია და ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ ოსკარ რობერტსონს (181) ჩამორჩება.

📺 უიზარდსი V პეისერსი

ინდიანა პეისერსი 45 მატჩში მოპოვებული 21 გამარჯვებით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 1-ელ აპრილს, შინ მაიამისთან ჩაატარებს. ვაშინგტონ უიზარდსს 45 მატჩში 17 მოგება აქვს, აღმოსავლეთში მე-12 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრაში, 31 მარტს, შარლოტს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები