Thumbnail

ТаТоТаке-ის ინფორმაციით, სპორტული კლუბი დნიპრო 1 უახლოეს ხანებში სახელს, ემბლემას და ფერებს შეიცვლის. როგორც წყარო ამტკიცებს, ეს ნაწილობრივ საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავასთან კავშირშია...

სპორტული კლუბი დნიპრო 1 მას მერე, რაც უეფას ლიცენზირებას გაივლის დნიპროდ გადაკეთდება. აღსანიშნავია, რომ კლუბის ემბლემა და ფერები აუცილებლად იქნება განსხვავებული, ვიდრე ეს ჰქონდა უკვე გაუქმებულ დნიპროს. 

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა დნიპროს ხელფასის გადაუხდელობის გამო უჩივის, თუმცა დნიპრო 1-ში ამტკიცებენ, რომ არ არიან ძველი დნიპროს სამართალმემკვიდრე. ფიფამ უკრაინული კლუბის მხარე დაიკავა. დნიპროს რებრედინგი მომავალში მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ესაჭიროება.  

ჯაბა კანკავა დნიპროპეტროვსკის დნიპროში 2007-15 წლებში გამოდიოდა, 2014/15 წლების სეზონში კი, როდესაც გუნდს მირონ მარკევიჩი წვრთნიდა, ევროპალიგის ფინალშიც გააღწია, სადაც სევილიასთან დამარცხდა.

დნიპროს პროფესიონალური სტატუსი 2018 წელს გაუუქმეს. კლუბს კანკავას სახელფასო დავალიანება დარჩა, რომლის ოდენობაც არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჯაბა კანკავა საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბში, ვალანსიენში გამოდის, რომელსაც წლის დასაწყისში შეუერთდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები