Thumbnail

კონორი ზაფხულში ბრუნდება - ტრილოგიის მესამე ბრძოლა მალე უნდა შედგეს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • პორიე და მაკგრეგორი ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდებიან
  • დიდი ალბათობით, ბრძოლა ლას ვეგასში 10 ივლისს გაიმართება

დასტინ პორიემ ტვიტერში გულშემატკივარს კარგი ამბავი ამცნო - მისი და კონორ მაკგრეგორის კიდევ ერთი ბრძოლა შედგება და ეს ბრძოლა ზაფხულში გაიმართება. ცნობილია ზუსტი თარიღიც - მაკგრეგორის და პორიეს მესამე შეხვედრა 10 ივლისს, ლას ვეგასში, UFC 264-ში გაიმართება.

კონტრაქტი ხელმოწერილი ჯერ არ არის, თუმცა დანა უაითმა შეთავაზება ორივე მებრძოლს უკვე გაუკეთა და პორიეს წინასწარი თანხმობის შესახებ უკვე ცნობილია. დიდი ალბათობით, უარს არც კონორი იტყვის.

აქამდე გამართული ორი ბრძოლა მეტოქებმა გაიყვეს - პირველ ბრძოლაში მაკგრეგორმა გაიმარჯვა ნოკაუტით, ხოლო მეორე ბრძოლაში, ამ წლის 27 იანვარს, უკვე პორიემ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება.

ეს ბრძოლა ორივეს ძალიან სჭირდება. პორიემ კონორის დამარცხების მიუხედავად, მაინც ვერ მიიღო სატიტულო ბრძოლა და ახლა ირლანდიელთან კიდევ ერთი გამარჯვება მას ქამარისთვის საჩემპიონო ბრძოლასთან კიდევ უფრო მიაახლოვებს, ხოლო კონორს დაბრუნებისთვის აუცილებლად სჭირდება რევანში. მოკლედ, 10 ივლისს ან კონორი დაბრუნდება, ან პორიე თავისი წონითი კატეგორიის ახალ ფავორიტად იქცევა.

კომენტარები

ბოლო ამბები