Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის მე-2 ტურში ესპანეთთან თბილისში წააგო (1:2). მატჩის შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს უმაღლესი დონის მეტოქეებთანაც შეუძლია მოგება ან ქულის მოპოვება.

"ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა ქართველი ქომაგი გამხნევებს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებსაც, რომელთაც ძალიან სურდათ სტადიონზე მოსვლა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ და ტელე-ეკრანებიდან გვგულშემატკივრობდნენ.

ძალიან დასანანია, რომ ქულაც ვერ მოვიპოვეთ, შანსი გვქონდა, ესპანეთის ნაკრებს ვუგებდით... ფაქტი ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს რესურსი ნებისმიერ, თუნდაც ტოპნაკრებებთან იმარჯვოს ან ქულა მოიპოვოს. ყველასთან შესაძლებელია თამაში და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ", - აღნიშნა ოთარმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის 2 ტურის თავზე ვილი სანიოლის მიერ დარიგებულ საქართველოს ჯერ ქულა არ აუღია, ხოლო მე-3 ტურში საბერძნეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები