Thumbnail

ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ჯგუფში შვედეთის ნაკრები 6 ქულით ლიდერობს!

საქართველოსთან 1:0-ის შემდეგ, შვედები კოსოვოს ესტუმრნენ და 3:0 დაამარცხეს. იანე ანდერსონის გუნდმა მალევე შეძლო დაწინაურება, მერე კი დიდი უპირატესობა საბოლოო ანგარიშშიც ასახა.

პირველი გოლი ლუდვიგ აუგუსტინსონმა მე-12 წუთზე, ზლატანის პასით გაიტანა. 35-ე წუთზე ალექსანდერ ისაკმა სხვაობა ორამდე გაზარდა, მეორე ტაიმში კი, სებასტიან ლარსონმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


შვედეთის ნაკრებს 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, თუმცა ანდერსონის გუნდს სექტემბრამდე ამ ჯგუფში თამაში აღარ უწევს. ესპანეთის ნაკრები 4 ქულით მეორე ადგილზეა და ლუის ენრიკეს გუნდს გალიდერების შანსი 31 მარტს მიეცემა, როცა კოსოვოს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთს 7 ქულა გაუხდება. იმავე დღეს, საქართველოს ნაკრები სტუმრად საბერძნეთს ეთამაშება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები