Thumbnail
  • ტენერიფე 90:86 ვალენსია
  • ქართველმა კალათბურთელმა 21 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა

ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგა ენდესაში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა და ლენოვო ტენერიფეს სეზონში მე-20 გამარჯვებაში დაეხმარა. ტენერიფელები ევროლიგის მონაწილე ვალენსიასთან მატჩში უმეტესწილად მდევრის როლში იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ 90:86 მოიგეს.

შერმადინი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24:10 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 10-დან 7 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ლენოვო ტენერიფეს 20 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება, მომდევნო შეხვედრას კი 3 აპრილს, სტუმრად, ბეტისთან ჩაატარებს.

📺 ტენერიფე V ვალენსია

კომენტარები

ბოლო ამბები