Thumbnail

საქართველოს და ესპანეთის ნაკრებთა საფეხბურთო მატჩი (1:2), რომელიც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით შედგა, whoscored.com-მა შეაფასა და მოთამაშეებს ტრადიციულად შეფასებებიც დაუწერა. საინტერესოა, რომ ორივე ნაკრებში საუკეთესო საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იყო. მან 8.5 ქულა მიიღო და ესპანელი ფეხბურთელებიც უკან ჩამოიტოვა.

საქართველო

ლორია – 5.9
კაკაბაძე – 6.9, კაშია – 6.6, დვალი – 6.1, გიორბელიძე – 6.1
კანკავა – 7.3, გვილია – 6.3
ლობჟანიძე – 5.8, კიტეიშვილი – 7.2, კვარაცხელია – 8.5
ზივზივაძე – 6.0

სათადარიგოები: ბერიძე – 5.9, ჩაბრაძე – 6.2, შენგელია – 4.9, ქვილითაია – 5.8

whoscored.com-მა ესპანელთაგან საუკეთესოდ ჟორდი ალბა (8.0) და სერხიო ბუსკეტსი (7.5) მიიჩნია, რომელთაც მცირედით ჩამორჩნენ გოლების ავტორები ფერან ტორესი (7.4) და დანი ოლმო (7.2). გასაკვირი არაა, რომ სტატისტიკურ მონაცემებში სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო: ბურთის ფლობა 21.3%:78.7%, პასების სიზუსტე 68%:90%, დრიბლინგი 11:13, საჰაერთო ორთაბრძოლები 5:21, ორთაბრძოლები 27:14, კუთხურები 3:6. საინტერესოა ისიც, რომ ესპანეთს თამაშის განმავლობაში 891 პასი (!) ჰქონდა, საქართველოს კი – 242.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ესპანეთის ნაკრების კარში

📌 კარში დარტყმები: კაშია, კვარაცხელია

📌 მნიშვნელოვანი პასები: კვარაცხელია (2), კიტეიშვილი, ზივზივაძე

📌 პასების სიზუსტე: ბერიძე – 100%, კვეკვესკირი – 100%, დვალი – 88.2%, კანკავა – 82.4%, კვარაცხელია – 81.8%

📌 მოგებული საჰაერო დუელი: ზივზივაძე (3), ქვილითაია, კაშია

📌 ბურთთან შეხება: კაკაბაძე (55), კვარაცხელია (46), კანკავა (39), გვილია (39), კაშია (37)

📌 დრიბლინგი: კვარაცხელია (4), კაკაბაძე (2), კიტეიშვილი (2), კაშია, გიორბელიძე, ბერიძეჴ

📌 მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: კვარაცხელია (2), კაკაბაძე (2), კანკავა, შენგელია, ჩაბრაძე

📌 თამაშგარე: კიტეიშვილი, ბერიძე

📌 ბურთის გამოტანა სახიფათო ზონიდან: დვალი (6), კანკავა (5), კაკაბაძე (5), კაშია (5), გიორბელიძე (4)

📌 ჩაჭრები: კანკავა (5), კაკაბაძე (2), კვარაცხელია (2), დვალი, კაშია, გვილია, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ჩაბრაძე

📌 პასები: გვილია (29), კაშია (27), კაკაბაძე (24), გიორბელიძე (18), კიტეიშვილი (18)

📌 ჩაწოდებები: კვარაცხელია (8), კაკაბაძე, ლობჟანიძე

კომენტარები

ბოლო ამბები