Thumbnail

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრენმა ესპანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც "ფურია როხას" დამრიგებელმა მატჩი შეაფასა.

ლუის ენრიკე (ესპანეთის მთავარი მწვრთნელი)

...საქართველოსთან თამაშზე: "ძალიან რთული თამაში იყო - საბერძნეთთან მატჩის მსგავსი, ან კიდევ უფრო რთული იყო დღევანდელი შეხვედრა. საქართველომ დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ბოლოს ყველანაირად ვცადეთ თამაშის შედეგი შეგვეცვალა."

...საქართველოს ნაკრებზე: "აშკარააა, რომ საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე იზრდება. შვედეთთან შედარებით დღეს სანიოლის გუნდმა უკეთ ითამაშა დაცვაში, გოლიც გაიტანა და კიდევ შეეძლო გატანა. ამიტომ, ნათელია, რომ გუნდის ხარისხი უმჯობესდება. გულშემატკივრებმაც თავისი წვილი შეიტანეს იმაში, რომ საქართველოს ნაკრები ასეთი თამამი იყო."

...ხვიჩა კვარაცხელიაზე: "ახალგაზრდაა, მაგრამ ეტყობა, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და თუ ასე გააგრძელებს, დიდ ფეხბურთს ითამაშებს."


შეგახსენებთ, რომ ესპანეთთან წაგებამდე, საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი შვედეთში 0:1 მარცხით გახსნა, რომელშიც ვილი სანიოლის დებიუტი შედგა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მომდევნო შეხვედრაში ნაკრები საბერძნეთს 31 მარტს, სტუმრად დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები