Thumbnail

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრენმა ესპანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და რამდენიმე საინტერესო ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.

ვილი სანიოლი (საქართველოს მთავარი მწვრთნელი)

...ესპანეთთან თამაშზე: "არ ვაპირებ, რომ ჩემს გუნდთან მიმართებაში ნეგატიურად ვისაუბროთ. ვეცადეთ, საუკეთესო თვისებები გამოგვევლინა და კიდევ ერთხელ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც კლუბებში 90 წუთს არ თამაშობენ და ამ პრობლემამ ბოლო წუთებზე ნაკრებშიც თავი იჩინა. პირველი ტაიმი უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე მეორე, რომელიც გაცილებით რთული გამოდგა. საბოლოო ჯამში, როგორც შვედეთში, დღესაც არ გაგვიმართლა.

...კონკრეტულად ფეხბურთელებზე: "დღევანდელ თამაშს ნამდვილად სამწუხარო დასასრული ჰქონდა. ვფიქრობ, ოთარ კაკაბაძემ კარგი თამაში ჩაატარა. მას კლუბში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ეს ნებისმიერი მოთამაშისთვის პრობლემაა, მაგრამ მისით კმაყოფილი ვარ. რაც შეხება ჩაბრაძეს: მან შვედეთში ძალიან კარგად ითამაშა და ესპანეთთან ასეთ მატჩში ჩართვა ადვილი არ არის, მაგრამ ამ დროშიც ძალიან კარგი იყო. შეტევის ხაზს რაც შეეხება: გვყავს მიქაუტაძე, კაჭარავა და ლობჯანიძე ყაზახეთიდან, მაგრამ ყველა ფეხბურთელს, რომლებიც დღეს გუნდში იყვნენ, ჩემი მხრიდან სრული ნდობა აქვთ."

'იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი მალე შეძლებს ძალების აღდგენას'

...საბერძნეთთან მომავალ მატჩზე: "არ უნდა დაგვავიწყიდეს, რომ გუნდი 22 მარტს შეიკრიბა და ცოტა დრო გვქონდა. შემდეგ წავედით შვედეთში, დავბრუნდით უკან და ორ საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. ჩემი ფეხბურთელები ენთუზიაზმის ნაკლებობას არ განიცდიან და ეს მსიამოვნებს. მათთან მუშაობა და კომუნიკაცია ადვილია. იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი მალე შეძლებს ძალების აღდგენას. შესაძლოა, საბერძნეთთან ზოგიერთ ისეთ ფეხბურთელს მიეცეს შანსი, წინა ორ მატჩში ცოტას რომ თამაშობდა. საბერძნეთში თავის დასაცავად არ მივდივართ, ქულების მოსაპოვებლად მივდივართ."

...ლუის ენრიკეს საქებარ სიტყვებზე: "მეტოქე გუნდის მწვრთელისგან ქება ჩემთვის, რა თქმა უნდა, კარგი გზავნილია, მაგრამ ასე უნდა იყოს პირველ რიგში ფეხბურთელებისთვის, რადგან მოედანზე ისინი გადიან და ეს მათი დამსახურებაა. მესამე თამაშში შესაძლოა, მთავარი თამაშის კონტროლი იყოს, რადგან ვფიქრობ, დღევანდელი მატჩის ბედი უფრო მეტად სწორედ თამაშის კონტროლმა განაპირობა."

'ხვიჩას და სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც ვუსურვებ, რომ უკეთეს ლიგებში თამაშობდნენ'

...გიორგი ლორიაზე: "თანამედროვე ფეხბურთში ასაკი პრობლემა არ არის. ვხედავთ, რომ ბევრი ამ ასაკშიც მაღალ დონეზე თამაშობს. მე გიორგი ლორიას თამაშით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთში ადამიანები უშვებენ შეცდომებს, ამ კონკრეტულ მომენტზე კი მოგვიანებით ვისაუბროთ."

...ხვიჩა კვარაცხელიაზე: "ყველა თვისება და შესაძლებლობა აქვს განივთარებისთვის. შესაძლოა, ზოგჯერ მეტად რისკავდეს, როცა ამის საჭიროება არ იყოს, მაგრამ მას კლუბშიც ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. ხვიჩას და სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც ვუსურვებ, რომ უკეთეს ლიგებში თამაშობდნენ."


შეგახსენებთ, რომ ესპანეთთან წაგებამდე, საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი შვედეთში 0:1 მარცხით გახსნა, რომელშიც ვილი სანიოლის დებიუტი შედგა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მომდევნო შეხვედრაში ნაკრები საბერძნეთს 31 მარტს, სტუმრად დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები