Thumbnail

ისევ ნოკაუტი - შონ ო'მალიმ თომას ალმეიდა დაამარცხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა, შონ ო'მალიმ ბრაზილიელი თომას ალმეიდა მე-2 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ამის გაკეთება ო'მაილის პირველივე რაუნდში შეეძლო, თუმცა ბოლო მომენტში პასიურობა გამოიჩინა და ალმეიდას ფეხზე წამოდგომის საშუალება შეგნებულად მისცა.

"6 თვეში ერთხელ, 15 წუთით ჩხუბის საშუალება მეძლევა და მინდა, რომ ეს დრო ბოლომდე გამოვიყენო" - ასე ახსნა ო'მაილიმ ალმეიდას პირველი დაგდებისას მისი პასიურობა. ამერიკელმა ჯო როგანთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ მომავალ მეტოქეზე არ ფიქრობს. "არ ვიცი, არავის ვიწვევ, თომასზეც მეილი მომწერეს და ახლაც იგივეს ვითხოვ - მომწერეთ, დავთანხმდები."

შონ ო'მალი MMA-ის ფანების სამყაროში და მის გარეთ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ UFC-ში სულ 2 წელია იბრძვის, სოც. ქსელებში მისი რიცხვები, ბევრი დიდი მებრძოლის სტატისტიკას აღემატება.

კომენტარები

ბოლო ამბები