Thumbnail

28 მარტს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის ეგიდით ესპანეთის ნაკრებს ხვდება. ესპანელთა ოფიციალური ვარჯიში სკანდალური გამოდგა - ჯერ ვარჯიშის დაწყებისას ფანები შევარდნენ მოედანზე. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ კი "დინამო არენაზე" შუქი გამოირთო და ვარჯიშიც ჩაიშალა. "ფურია როხა" სასტუმროში დაბრუნდა. 

📺 ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე შუქი ჩაქრა

"საქართველოს ნაკრებს, რომელმაც მანამდე ივარჯიშა "დინამო არენაზე" არანაირი პრობლემა არ შექმნია. ასე რომ, გუნდები არათანაბარ სიტუაციაში მოხვდნენ. "როხას" ტურბულენტური სტარტი თბილისში", - წერს COPE. 

El Espanol: "ეროვნულ ნაკრებს ბოლო წლებში ყველაზე ირეალური ვარჯიში ჰქონდა. ესპანელ ფეხბურთელებს ორჯერ შეუშალეს ხელი, ჯერ მოედანზე ფანები შეიჭრნენ. შემდეგ კი სტადიონზე შუქი ჩაქრა და გუნდი იძულებული გახდა, ვარჯიში ნაადრევად დაესრულებინა. ეს იყო ფურია როხას "ბოიკოტი" თბილისში". 

EFE: "მას მერე, რაც ვარჯიში ჩაიშალა, ფეხბურთელებს სიბნელეში მოუწიათ შხაპის მიღება და მობილურების შუქზე გამოცვლა. გამოდის, რომ ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ სრულფასოვანი ერთი ვარჯიშიც არ ჩაუტარებია". 

OK Diario: "საბოტაჟი საქართველოში? სტადიონზე შუქი ჩაქრა და გუნდმა ვერ ივარჯიშა მისთვის მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რომელშიც სასიცოცხლოდ აუცილებელია გამარჯვების მოპოვება". 

MARCA: "შუქი ჩაქრა "დინამო არენაზე" და ფეხბურთელები თავიანთი მობილურებით ინათებენ გზას გასახდელისკენ. ასეთი ინციდენტი, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე არ მომხდარა".

📺 ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე ფანები შეიჭრნენ

კომენტარები

ბოლო ამბები